ყორანმა ყორანს გასძახა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ყორანმა ყორანს გასძახ
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1886 წელი


ყორანმა ყორანს გასძახა
იალბუზისა მთასაო:
ადე, წავიდეთ, დობილო,
დროა გავუდგეთ გზასაო.
ძოღან ვიარე ბარადა,
კახეთს თოფები ტყვრებოდა,
ბევრი მკვდარი სჩნდა მინდვრადა,
დედის ერთაიც კვდებოდა.
მე ჩაგიძღვები, ჩავიდეთ,
ბრიყვსა დავთხაროთ თვალები,
გემრიელია, დავჭამოთ
მამაცის ყმისა მკლავები…
ბევრის კახელის, მოკლულის
მტრისგან მთაში და ტყეშია,
გავაცხე ნისკარტს წვერზედა
მიჭრილ-მოჭრილი ლეშია.