მე მივაღწიე შორეულ მიზანს
Jump to navigation
Jump to search
მე მივაღწიე შორეულ მიზანს ავტორი: ტერენტი გრანელი |
მე მივაღწიე შორეულ მიზანს,
ეს გული შფოთავს და მაინც გოდებს.
მე ფეხს ვაბიჯებ მშობლიურ მიწას
და შემოდგომის დაცვენილ ფოთლებს.
გვიან გათენდა, სხივმა იელვა,
მორჩა, სიხარულს არ ველოდები.
ბაღი სავსებით დაცარიელდა და
მხოლოდ გრიგალს მიაქვს ფოთლები.