ისევ ღამეა, ისევ ლანდია
Jump to navigation
Jump to search
ისევ ღამეა, ისევ ლანდია ავტორი: ტერენტი გრანელი |
ისევ ღამეა, ისევ ლანდია,
ოთხშაბათია და დღეა უქმი.
ჩემს წინ მწუხარე ლამპა ანთია
და გარეთ გადის ფანჯრიდან შუქი.
ეს შავი ღამე გაივლის ალბათ,
კედელზე ისევ კაცის ჩრდილია.
ჩემ წინ ანთია მწუხარე ლამპა,
ანთია ლამპა და დუმილია.