გული მტკივა და ოცნებას მივსდევ
Jump to navigation
Jump to search
გული მტკივა და ოცნებას მივსდევ ავტორი: ტერენტი გრანელი |
გულს სევდა ჩრდილავს,
დროა გვიანი.
და ელავს დილა
ასე მზიანი.
ტკივილს არ ვამხელ,
თმები ქარს მიაქვს.
და ვიცი ამ ხეს
ჩინარი ჰქვია.
ვნაღვლობ ჩემს თავზე,
სხვა იღბალს ვეძებ.
მე დღესაც დავწერ
ქუჩაში ლექსებს.