ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩვენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერდგულთა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა შალიკაშვილს როინს, შენთა შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით, და ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ძევერას ზედგინიძის თამაზისა და იმარინდოს შვილის კერძი მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყოს, ყოვლითურთ სამართლიანის საქმითა და სამძღურითა: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა და ვენახითა, შენითა და ოჴერითა, შესავლითა და გასავლითა, ყოვლითურ თქვენთუინ და თქვენთა შვილთათუის გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთ(მა)ნ ჩვენსა ერდგულად სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოს.
აწე, გიბ(რძანე)ბთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხუანო მოსაქმენო, ვინცა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთავეთ და ნურას შეუშლით და შეეცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკა, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივნის - თუმანიშვილის ბირთველისათა.