პიგმალიონი (მოქმედება პირველი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
please do not remove empty parameters (see the template documentation).
პიგმალიონი (მოქმედება პირველი)
by [[Author:{{{author}}}|{{{author}}}]]
ჯორჯ ბერნარდ შოუს ნაშრომი

ლონდონი. ღამის 11 საათი და 15 წუთია. თავსხმაა. ავტომანქანების საყვირი აყრუებს იქაურობას. გამვლელ-გამომვლელები თავშესაფარებლად გარბიან კოვენტის ბაღის ბაზრისა და წმიდა პავლეს ეკლესიისაკენ, რომლის ტალანში ხალხს თავი მოუყრია. მათ შორისაა ვიღაცა ლედი ქალიშვილით, რომელსაც საღამური სამოსი აცვია.

წვიმას ყველა შეუწუხებია, გარდა ერთი კაცისა, რომელსაც დანარჩენთათვის ზურგი შეუქცევია და წიგნაკში გულმოდგინედ რაღაცას ინიშნავს. ეკლესიის საათი 15 წუთს რეკავს.


ქალიშვილი – (დგას შუა სვეტებს შორის, მარცხენა სვეტის ახლოს) გავითოშე, პირდაპირ გავითოშე. ნეტავი ფრედი სად დაიკარგა ამდენ ხანს? ოცი წუთი წავიდა.

დედა - (ქალიშვილის მარჯვნივ) არც ისე დიდი დრო გასულა, მაგრამ აქამდე მაინც უნდა ეშოვა მანქანა.

მაყურებელი –(ლედის მარჯვნივ) ახლა, ქალბატონო, ხალხი თეატრებიდან ბრუნდება, ასე რომ თორმეტის ნახევრამდე ტაქსს ვერ იშოვის. ყველა დაკავებული იქნება.

დედა – კი, მაგრამ უტაქსოდ რა ვქნათ? თორმეტის ნახევრამდე აქ რა გაგვაჩერებს? ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურებაა!

მაყურებელი – კარგი, მაგრამ მე რა შუაში ვარ, ქალბატონო?

ქალიშვილი – ფრედი მოუხერხებელია, თორემ მანქანის შოვნა თეატრთანაც შეიძლება.

დედა – თუ ვერ იშოვა, რა ქნას საწყალმა ბიჭმა?

ქალიშვილი – სხვებმა ხომ იშოვეს?

(ოციოდე წლის ბიჭი შემოვარდება საუთჰამპტონის ქუჩიდან, საღამური ტანისამოსი დასველებია. ზედ მიკვრია შარვლის ტაოტები. დედა-შვილს შორის დგება და ახურავს ქოლგას, რომელსაც წყალი წურწურით ჩამოსდის)

ქალიშვილი – იშოვე ტაქსი?

ფრედი – თუ გინდა ჯვარს ეცვი, არ არის.

დედა- ფრედი, ფრედი, მოგენდომებინა, იშოვიდი.

ქალიშვილი – ეს რა უბედურებაა! როგორა გგონია ჩვენ წავალთ ტაქსის მოსაყვანად?

ფრედი – აკი გითხარით, ყველა დაკავებულია-მეთქი. ისე უცებ გაწვიმდა, რომ არავინ მოელოდა, ამიტომაც ყველა ტაქსს ეცა. რა მექნა? ჩირინგ კროსამდე გავვარდი, მერე თითქმის ლუდგეიტის ცირკამდე მივედი და ყველა დაკავებული იყო.

დედა - ტრაფალგარის მოედანზე იყავი?

ფრედი- არც ტრაფალგარის მოედანზე იყო.

ქალიშვილი – რატომ ტყუი, იყავი?

ფრედი – როგორ არა, ჩირინგ კროსის სადგურამდეც კი მივედი.ჰოდა ამ თავსხმაში ჰამერსმითში ხო მარ გადავიდოდი?

ქალიშვილი – არა, არა, არ გიძებნია.

დედა – რა უსუსური ხარ, ფრედ? წადი ისევ და, იცოდე, უტაქსოდ არ დაბრუნდე..

ფრედი – ტყუილად ამოვიწუწები.

ქალიშვილი – მაშ, ჩვენ რას გვიპირებ? თხელ კაბაში მთელი ღამე ამ სიცივეში უნდა გავატაროთ? შე ეგოისტო ღორო

ფრედი – კარგი, მივდივარ, მივდივარ.

( ხსნის ქოლგას და გაეშურება სანაპიროსაკენ. გასვლისას დაეჯახება ყვავილების გამყიდველ გოგონას, რომელიც თავის შესაფარებლად შემოდის.გოგონას კალათი ხელიდან უვარდება. ამ დროს იელვებს და გაისმის მეხის გამაყრუებელი ხმა ).

ყვავილების გამყიდბელი გოგო – ერთი ამას დამიხედეთ! თვალები არ გაბია, ფრედი? რო დადიხარ, წინ იყურე.

ფრედი – ბოდიში. (გარბის)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (დაცვივნულ ყვავილებს აჰკრეფს და კალათაში აწყობს). კიდევ იტყვის თავი მაბიაო. Oორი კონა ია გამიჭყლიტა – და ტალახში ამომიზილა. (ლედის მარჯვნივ სვეტთან ჩამოჯდება და ყვავილებს აწყობს. ვერ ვიტყვით რომ მიმზიდველია. 18-20 წლის თუ იქნება, მეტი კი არა.ახურავს შავი ჩალის ქუდი, რომლისთვისაც, როგორც ეტყობა, უცხო არაა ლონდონის მტვერი და მჭვარტლი, ალბათ ჯაგრისი არც კი გაჰკარებია. მისი თმის არაბუნებრივი თაგვისფერი თავის დაბანვის საჭიროებაზე მიუთითებს. იაფფასიანი, წელში გამოყვანილი შავი პალტო ძლივს წვდებოდა მუხლამდე. პალტოს ქვეშ ყავისფერი კაბა მოუჩანს ტილოს წინსაფრით. Fფეხსაცმელი დიდი ხანია გადასაყრელია. როგორც ჩანს, რაც შეუძლია იცავს სისუფთავეს, მაგრამ ამ ბანოვანებთან შედარებით ჭუჭყიანი გეჩვენებათ. სახის ნაკვთები მათზე უარესი როდი აქვს, მაგრამ მოუვლელია. ეტყობა კბილის ექიმის ხელიც აკლია ).

დედა – ერთი ეს მითხარით, საიდან იცით, რომ ჩემს ვაჟს ფრედი ჰქვია?

ყვავილების გამყიდველი გოგო – ოო, ეგ რა! თქვენი შვილია? დიდი ბედენა გაგიზრდია რაღა, საწყალ ქალს ყვავილები გამაყრევინა და ჰაიდა მოუსვა, თითქოს საფასურს გადახდა არ უნდოდეს, ანდა გროშებს, აი, თქვენ ჩამითვლიდეთ მის მაგივრად. (სამწუხაროდ მისი მეტყველების მანერის გადმოცემას თავი უნდა მივანებოთ, სულერთია ლონდონის მცხოვრებთა გარდა მას ვერავინ გაიგებს).

ქალიშვილი – არ გასულელდე, დედა, და არ გადაიხადო, ახლა ეგღა გვაკლია.

დედა – მოიცა, კლარა! ხურდა გაქვს?

ქალიშვილი – 6-პენანზე ნაკლები არა მაქვს.

ყვავილების გამყიდველი გოგო – ხურდას მომცემთ, კეთილო ქალბატონო.

დედა – (კლარას) მომეცი (კლარა ყოყმანით აწვდის ფულს) აი, შენი ყვავილების საფასური.

ყვავილების გამყიდველი გოგო – მადლობელი გახლავართ, ლედი.

ქალიშვილი – ხურდა? თითო კონა ია ერთ პენიზე მეტი არა ღირს.

დედა – ენა გააჩერე, კლარა! (ყვავილების გამყიდველ გოგონას) ხურდა საჭირო არ არის.

ყვავილების გამყიდველი გოგო – მადლობელი გახლავართ, ლედი.

დედა – აბაა, ეხლა მითხარი, საიდან იცი იმ ახალგაზრდა ჯენტლემენის სახელი?

ყვავილების გამყიდველი გოგო – მე რა ვიცი მისი სახელი?

დედა – სახელით არ მიმართე? რას მატყუებ?

ყვავილების გამყიდველი გოგო – (აღშფოთებით) ვის რატ უნდა თქვენი მოტყუება? სულ ერთი არ არის, ფრედის დაუძახებდი თუ ჩარლის? თქვენც ასე არ შვრებით? ზრდილობის გულისტვის უცხო კაცს სახელით არ მიმართავთ?

ქალიშვილი – ტყუილად წყალში გადაყარე 6 პენი, დედა, ჯობდა ფრედისთვის მიგეცა. (გაბრაზებული სვეტისკენ იხევს. საღამურ ტანსაცმელსა და საზაფხულო პალტოში გამოწყობილი, მიმხიდველი გარეგნობის, შუახნის სამხედრო კაცი შემოვარდება ტალანში და ხურავს ქოლგას, რომელსაც წურწურით ჩამოსდის წყალი).

ჯენტლემენი – ფუი!

დედა – ოჰ, სერ! გადაღებას არ აპირებს?

ჯენტლემენი – პირი არ უჩანს, ის კი არა, ორი წუთის წინ უფრო წამოუშინა. (ყვავილების გამყიდველ გოგონას გვერდით სვეტის ძირზე ფეხს ჩამოდგამს და შარვლის ტოტებს ჩამოუშვებს).

დედა – ღმერთო ჩემო! (ამოიოხრებს და თავის ქალიშვულთა მივა).

ყვავილების გამყიდველი გოგო – (ცდილობს ისარგებლოს სამხედრო კაცის მეზობლობით და მასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს) დარდი ნუ გაქვს, ,,კაპიტანო’’ თუ მართლა მაგრა დასცხო, მალე გადაიღებს. იყიდეთ, ყუაილები, იყიდეთ საწყალი გოგონასაგან.

ჯენტლემენი – სამწუხაროდ ხურდა არა მაქვს.

ყვავილების გამყიდველი გოგო – მე მაქვს ხურდები, კაპტანო.

ჯენტლემენი – სოვერენის? ამაზე წვრილი ფული არა მაქვს.

ყვავილების გამყიდველი გოგო – მერე რა, იყიდეთ ყუაილები, კაპიტანო, იყიდეთ. ნახევარ კრონიანს დაგიხურდავებთ. აი, 2 პენი წაიღეთ.

ჯენტლემენი – რას გადამეკიდეთ, ქალიშვილო (ისინჯავს ჯიბეებს) თუმცა, თუმცა, მოიცა, ერთ-ნახევარი პენი მქონია, თუ გაწყობს, აიღე. (მიდის მეორე სვეტისაკენ)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (შეწუხდება მაგრამ გადასწყვიტა, რომ სულ არარაობას ერთნახევარი პენი სჯობია) მადლობელი გახლავართ, სერ, მადლობელი.

მაყურებელი – (ყვავილების გამყიდველ გოგოს) შენ, ცოტა არ იყოს, ფრთხილად იყავი: ფული რომ გამოათვი, ყვავილი მიეცი, თორემ უკან რომ კაცი დგას, შენს ყოველ სიტყვას იწერს. (ხალხი მოუბრუნდება კაცს, რომელიც რაღაცას ინიშნავს)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (შეშინებული წამოვარდება) ვიტომ რა მოხდა, თუ ჯენტლემენს დაველაპარაკე? მე ასეთ ადგილებში ყუაილების გაყიდვის უფლება დიახაც რომ მაქვს. (ისტერიულად). მე წესიერი გოგო ვარ, მიშველეთ, დამეხმარეთ. მის მეტი რა ვუთხარი, ყუაილი-იყიდე მეთქი. (საერთო არეულობა. უმრავლესობა ყვავილების გამყიდველ გოგონას უთანაგრძნობს, ზოგიერთები ამშვიდებენ: ,,ნუ ყვირი”,

,,შენთან ვის რა უნდა”, ,,შენთან ვის რა საქმე აქვს”, ,,კარგი, აურზაური ნუ ასტეხე”, ,,თავი შეიკავე”, ,,დამშვიდდი” და ასე შემდეგ. Fფიცხი მაყურებლები კი უხეშად მიმართავენ: - ,, ხმა ჩაიკმინდე შენ ვის რაში სჭირდები?” მოშორებით მდგომნი კი, რომელთაც ვერ გაიგეს რა მოხდა, მოცვივდებიან და კითხულობენ: ,,რა მოხდა?”, ,,რა იყო?” ,,რა ჩაიდინა ამ გოგომ?” ,,სად არის ის კაცი?”, ,,რომელი?”, ,,ისა?” ,,სვეტთან რომ დგას?” ,,ფული ამოაცალეს იმ ჯენტლემენს?” და ასე შემდეგ.)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (რის ვაი-ვაგლახით მივა ჯენტლემენტან და გულამოსკვნილი ტირის) ოჰ, სერ. უთხარი ასეთ რამეს ნუ მაბრალებენ. ნუთუ არ იცით, რას ნიშნავს ეს ჩემთვის? თქვენთან დალაპარაკებისთვის ცუდ სახელს მომაკერებენ და ქუჩაში გამაგდებენ. ისინი...

კაცი წიგნაკით – (გვერდით ამოუდგება ყვავილების გამყიდველს. ირგვლივ შემოეხვევიან) რაო, რაო? რაო? რაო? შენ ვინ რას გერჩის, ბრიყვო? ან მე ვინა გგონივარ?

მაყურებელი – ყველაფერი გასაგებია. ჟენტლემენია, აბა, ფეხსაცმელებს დახედეთ. (უხსნის წიგნაკიან კაცს) გოგოს, აი, ის... რა ჰქვია... მაბეზღარა ეგონეთ, სერ.

კაცი წიგნაკით – რაო? მაბეზღარა რა არის?

მაყურებელი – რა არის? აბა, როგორ გითხრათ. მაბეზღარა, მაბეზღარაა, მეტს არს ეძახიან? ჰო, მართლა, ჯაშუში... ჯაშუში...

ყვავილების გამყიდველი გოგო – (ისევ ისტერიულად) ღმეთმანი, გე სიტყვა არ მითქვამს.

კაცი წიგნაკით – ( მბრძანებლურად მაგრამ გულკეთილად) კარგი გაჩუმდი, გაჩუმდი. პოლიციელს რა მიგავს?

ყვავილების გამყიდველი გოგო – (ჯერ კიდევ დაუწყნარებელი) მაშ, რატომ იწერდი ჩემს სიტყვებს? საიდან ვიცი მართალი ჩაიწერე თუ არა?აბა მიჩვენეთ არ ჩაიწერე.

კაცი წიგნაკით – (ამოიღებს წიგნაკს და ცხვირთან მიუტანს ყვავილების გამყიდველ გოგოს. ჩნობისმოყვარე ხალხი ისე გადმოაწვება, რომ მასზე სუსტი კაციც ვერ გაუძლებდა, გათელავდნან)

ყვავილების გამყიდველი გოგო – რა არის ეგ? ჩვენებურად არა სწერია. ვერაფერი გავიგე.

კაცი წიგნაკით – მე გაგაგებინებ. (კითხულობს. ზუსტად აჯავრებს გოგონას გამოთქმას: ,,დარდი ნუ გაქვთ, ,,კაპტანო”, იყიდეთ, იყიდეთ ყუაილები საწყალი გოგონასაგან”)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (კიდევ უფრო შეურაცყოფილი) მაშ, იმიტომ ჩაიწერეთ ჩემი სიტყვები, რომ მე მას ,,კაპტანი” დაუძახე? ცუდი განძრახვით ხო მარ მითქვამს? (ჯენტლემენს) ოჰ, სერ! უთხარით ერთი სიტყვის გულისთვის შარში ნუ გამხვევს. თქვენ...

ჯენტლემენი – ბრალს გდებენ? ვინა გდებს ბრალს?! (წიგნაკიან კაცს) მართლაცდა, სერ, ვინც არ უნდა ბრძანდებოდეთ, რა თქვენი საქმეა დამიცვათ გოგოების შემოსევისაგან, თუ მე ეს თქვენთვის არ მითხოვნია. ყოველ შემთხვევაში ამ გოგონას ცუდი არაფერი ჩაუდენია. – ამდენი ხალხია მოწმე.


ხალხი – (გამოსთქვამს აღშფოთებას პოლიციური ჯაშუშობის წინააღმდეგ ,, წყეულიმც იყავით”, ,,სხვის საქმეში რას ეჩრებით?”, ,,თქვენ თავს მოუარეთ”? ,,დაწინაურება მოუნდა”, ,,ხალხის ნალაპარაკებს იწერს”, ,,ამ გოგონას სიტყვაც არ უთქვამს მისთვის”, ,,ტუნდაც ეთქვა, მერე რა მოხდა?”, ,,კარგი საქმეა სწორედ, გოგოს თავი ისე ვერსად შეუფარებია, რომ არ შეურაწყონ”. და ასე სჰემდეგ. გულშემატკივრები დააბრუნებენ ყვავილებს გამყიდველ გოგონას და დასვამენ თავის ადგილზე, სვეტთან, გოგონა ცდილობს დამშვიდდეს).

მაყურებელი – რა თქმა უნდა, ჯაშუში არ არის. ერთი ახირებული კაცია, ესაადა ეს, დამერწმუნეთ. აბა ფეხსაცმელს დახდეთ.

კაცი წიგნაკით – (მხიარულად მოუბრუნდება მაყურებელს) რა მაგის პასუხია და როგორ არიან თქვენები სელში?

მაყურებელი – ვინ გითხრათ, რომ ჩემები სელში ცხოვრობენ?

კაციწიგნაკით – ნუ გეშინიათ, არავის უთქვამს. (ყავილების გამყიდველ გოგოს) იმ სიშორიდან აქ რამ მოგიყვანა? შენ ხომ ლისონ გროვში ხარ დაბადებული?

ყვავილების გამყიდველი გოგო – (შეშინებული) მერე რა დავაშავე ლისონ გროვიდნ რომ ჩამოვედი. იქ საღორეზე უარეს ბინაში ვცხოვრობდი, კვირაში 4 შილინგი და 6 პენი უნდა მეხადა. (ტირის) ო-ო-ოჰო-ო-ო-ო.

კაციწიგნაკით – სადაც გენებოს იქ იცხოვრე, ოღონდ ტირილი შეწყვიტე

ჯელტმენი – (ყვავილების გამყიდველი გოგოს) კარგი, ნუ ტირი, გეყოფა, ხელს არ გახლებს, სადაც გინდა იქ იცხოვრე

გამქირდავი მაყურებელი – (ჩადგება წიგნაკიან კაცსა და ჯელტმენს შორის) მაგალითად პარკ- ლეინში. მართლა, მე თქვენთან კამათი მინდა შაცხოვრებელი ბინის საკითხზე.

ყვავილების გამყ. გოგო – (ტავს ჩარგავს კალტაში და ბუტბუტებს სასოწარკვეთილი) მე წესიერი გოგო ვარ, წესიერი.

გამქირდავი მაყურებელი – (ყურადღებას არ აქცევს გოგოს) იქნება ისიც იცოდე მე საიდანა ვარ?

კაცი წიგნაკით – (სწრაფად) ჰოქსტონიდან. (გაისმის ხარხარი. ხალხი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს წიგნაკიან კაცს)

გამქირდავი მაყურებელი – (გაოცებული) თქვენ ვინ ყოფილხართ! სწორედ რომ ჰოქსტონიდან ვარ. მარტლაც ყველაფერი გცოდნიათ.

ყვავილების გამყ. გოგო – (ჯერ კიდევ აღელვებული) არავითარი უფლება არა აქვთ ჩემს საქმეში ჩაერისო, არავითარი.

მაყურებელი – (გოგოს) რა თქმა უნდა, არა აქვს. პასუხი მომთხოვე ასე არ მოეშვა. (წიგნაკიან კაცს) ერთი ეს მითხარით, რა უფლება გაქვთ ყველაფერი იცოდეთ იმ ადამიანებზე, რომელთაც თქვენთან, არაფერი ჰქონიათ და არც უნდათ იქონიონ?

ყვავილების გამყ. გოგო – რაც უნდა , ისა თქვას, მასთან მაინც არაფერი საერთ არ მინდა.

მაყურებელი – ალბათ, იმიტომ გვეპყრობით ასე, რომ არაფრად გვაგდებთ. ასე არ უნდა იქცეოდეთ, არა.

გამქირდავი მაყურებელი – მართლა ბრძანებაა. თუ მაინც და მაინც მარჩიელობა დაიწყეთ, მაშინ ამ ჯელტმენსაც უთხარიტ საიდანაა ჩამოსული.

კაცი წიგნაკით – ჩელტენ ჰამიდან , ჰაროუდან და ბოლოს ინდოეთიდან.

ჯელტმენი – სრული სიმართლეა. (სიცილ-ხარხარი, წიგნაკიანი კაცისადმი უფრო და უფრო მეტი განეწყობა სიმპათიურად. Gგაისმის შეძახილები: ,,მან ყველაფერი იცის?’’ ,,პირდაპირ მოუჭრა‘’, ,,იმ წარმოსადეგ ჯელტმენს ზუსტად უთხრა საიდანაა ჩამოსული’’, ,,საოცარია’’ და ასე შემდეგ) ნება მომეცით სეგეკითხოთ, სერ. თავს იმით ირჩენთ, რომ ამ ნომრით გამოდიხართ მიუზიკ-ჰოლში?

კაცი წიგნაკით – არ, მაგრამ, მიფიქრია კი. ოდესმე შეიძლება მართლა გავაკეთო. (წვიმამ გადაიღო, ხალხი თანდათან იშლება)

ყვავილების გამყ. გოგო – (შეურაწყოფილი იმით, რომ ხალხი სიმპათიურად განეწყო წიგნაკიანი კაცისადმი) ის ჯელტმენურად რომ იქცეოდეს, საბრალო გოგოს არ შეურაცხოპდა, არა.

ქალიშვილი - (მოთმინებიდან გამოსული უხეშად გაემართება ჯელტმენისაკენ, ეს უკანასკნელი თავაზიანად უთმობს ადგილს) მიწამ ხომ არ ჩაყლაპა ფრედი? ამ სიცივეში, თუ კიდევ ცოტახანს დავრჩი ფილტვების ანთება ხელსი მიჭირავს.

კაცი წგნაკით - (ნიშნავს ამ ქალიშვილის გამოთქმას და თავისთვის ჩაილაპარაკებს: ,,ნამდვილად ერლსკორტიდანაა).’’

ქალიშვილი - (აღშფოთებით) კეთილი ინებეთ და თქვენი უხეში შენიშვნები თქვენთვის სემოინახეთ.

კაცი წიგნაკით - რაო? რაიმე ხომ არ მითქვამს ხმამაღლა? უნებურად მომსვლია, მაგრამ... დედათქვენი კი უეჭველად ეპსომიდანაა.

დედა - (ჩადგება ქალიშვილსა და წიგნაკიან კაცს შორის) პირდაპირ საოცარია, მე ბავშობა სწორედ ეპსომის ახლოს ლარჯლედის პარკში გავატარე.

კაცი წიგნაკით - (უცნაურად გახარებული) ხა, ხა, ხა, ეს რა ბგერები გავიგონ, ბოდიში. (ქალოშვილს) თქვენ ტაქსი გნებავტ არა?

ქალიშვილი - როგორ მიბედავთ ლაპარაკს?

დედა - დამშვიდდი, კლარა, დამშვიდდი (ქალიშვილი უკამყოფილოდ აიჩეჩავს მხრებს და ამპარტავნულად განზე გადგება) დიდი მადლობელი ვიქნებით, სერ, ტაქსს თუ გვიშოვით. (წიგნაკიანი კაცი ამოიღებს სასტვენს და უსტვენს) ოჰ, გმადლობ. (მივა ქალიშვილთან. წიგნაკიანი კაცი გამაყრუებლად უსტვენს)

გამქირდავი მაყურებელი - ესეც თქვენ! ხომ გითხარით გადაცმული ჯაშუშია მეთქი.

ყვავილების გამყ. გოგო - (ისევ შეურაცხყოფილი) მას უფლება არა აქვს სახელი გამიტეხოს, არა. მე ისევე მჭირდება კარგი სახელ, როგორც რომელიმე ლედის.

კაცი წიგნაკით - არ ვიცი, შენიშნეთ თუ არა, მაგრამ უკვე ორი წუთია, რაც წვიმამ

გადაიღო.

მაყურებელი - მართლა გადაუღია. ღომ გვასმენინებთ ამ თქვენ სულელურ ლაპარაკს, აქამდე ვერ თქვით? (გაემართა სტრენდისაკენ)

გამქირდავი მაყურებელი -ახლა მეც შემიძლია გითხრათ თქვენ საიდან ხართ. ჰანველის საგიჟეთიდანა ხართ გამოქცეული. ჰოდა, გირჩევნიათ ისევ იქ დაბრუნდეთ.

კაცი წიგნაკით - (უმწეოდ) ჰანველის საგიჟეთიდან?

გამქირდავი მაყურებელი - (ცდილობს, რაც შეუძლია გარკვეულად და მოხდენილად გამოსთქვას) მადლობელი გახლავართ, მასწავლებელო ხა, ხა, ხა, ნახვამდის. (დამცინავად მიიდებს ხელს ქუდზე თითქოს ესალმებაო და გადის)

ყვავილების გამყ. გოგო -ტყუილად აშინებს ხალხს, ნეტავი ერთი მაგასაც ვინმე დაუფრთხობდეს ანგელოზებს.

დედა - უკვე გამოიდარა. კლარა, ავტობუსის გაცჰერებამდის ფეხით მოვიდეთ. წავიდეთ, წავიდეთ. (კაბის ბოლოს აიკრეფს და გაეშურება სტრენდისაკენ)

ქალიშვილი - ტაქსი? (დედამისს არ ესმის) ღმერთო ჩემო,რა უბედურებაა! (გაბრაზებული მიჰყვება დედას, ხალხი ნელ-ნელა იშლება. რჩებიან მხოლოდ წიგნაკიანი კაცი, ჯენტლმენი და ყვავილების გამყიდველი გოგონა, რომელსაც წესრიგში მოჰყავს თავისი კალათა და ისევ უკმაყოფილოდ ბუტბუტებს)

ყვავილების გამყ. გოგო - ეხ, შე საბრალო გოგონავ! ისედაც რა ცხოვრება გაქვა და კიდევ შენ შეურაცგყოფენ.

ჯელტმენი - (უბრუნდება თავის ადგილს, წიგნაკიანი კაცის მარცხნივ) ნება მომეცით გკითხოთ, როგორ ახერხებთ ყოველივე ამას?

კაციDწიგნაკით - სრულიად უბრალოდ, ფონეტიკის საქმეა. ფონეტიკა ბგერების შემსწავლელი მეცნიერებაა. ესაა ჩემი პროფესია და ჩემი მოწოდება. ბედნიერია ის კაცი, რომლის ცხოვრების წყაროც მისი საყვარელი საგანია. თქვენ ალბათ ირლანდიელ იორკლშირელისაგან არჩევთ, მე კი ექვსი მილის სიზუსტით შემიძლია გამოვიცნო ვინ სადაურია. ლონდონში ორი მილის სიზუსტითაც ვარჩევ. ზოგჯერ იმასაც ვარკვევ, რომელი ქუჩის მცხოვრებია.

ყვავილების გამყ. გოგო - რცხვენოდეს მაინც ამ ლაჩარს.

ჯენტლმენი - მერე, ეს საკმაო შემოსავალს იძლევა საცხოვრებლად?

კაცი წიგნაკით - როგორ არა, ჩინებულ შემოსავალს იძლევა. ჩვენი საუკუნე გადიდკაცებულ მდაბიოთა საუკუნეა. ზოგიერთი ქალაქ კენტში იწყებს მოღვაწეობას 80 გირვანქა წლიური შემოსავლით და კარიერას პარკ ლეინში ამთავრებს 100 ათასით. მათ უკვე ქალაქ კენტის ხსენებაც აღარ უნდათ, მაგრამ სალაპარაკოდ პირს დააღებენ თუ არა, მაშინვე მჟღავნდება, რომ პროვინციელები არიან.

ყვავილების გამყ. გოგო - მაგას ურჩევნია თავისთვის ეგდოს, სხვის საქმეებში ნუ ეჩრება და მეც თავი დამანებოს.

კაცი წიგნაკით - (გაშმაგებული) ქალო, ან შეწყვიტე ეგ აუტანელი ბუზღუნი ანდა წადი და რომელიმე სხვა ეკლესიას შეეფარე.

ყვავილების გამყ. გოგო - (გაუბედავად, მაგრამ გამომწვევად) მე ისეთივე უფლება მაქვს აქ ყოფნისა, როგორც თქვენ.

კაცი წიგნაკით - ქალს, რომელიც ასე ლაპარაკობს და ასეთ საშინელ ბგერებს უშვებს, საერთოდ არა აქვს ცხოვრების უფლება. ნუ დაგავიწყდება, რომ შენ ადამიანური არსება ხარ, ადამიანური სული გიდგას და ღვთისაგან მეტყველების უნარი გაქვს მონიჭებული, რომ შენი მშობლიური ენა შექსპირის, მილტონის და ბიბლიის ენაა. ჰოდა, ასე საცოდავად ნუ ზიხარ მანდ და ნუ კრუსუნებ.

ყვავილების გამყ. გოგო - (ღონემიხდილია, სახესე ეხატება გაოცება და მუდარა, მაგრამ თავის აწევას ვერ ბედავს) ვაი,-უ-ოი-უ-უ-უ-უ--.

კაცი წიგნაკით - (სასწრაფოდ ამოიღებს ჯიგიდან წიგნკს) ღმერთო ჩემო, ეს რა ბგერებია! (იჭერს. შემდეგ კითხულობს და ზუსტად აჯვარებს გოგონას) ვაი,-უოი-უ-უ-უ-უ.

ყვავილების გამყ. გოგო - (ეს მიბაძვა ისე იმოქმედებს,რომ ძალაუნებურად ეცინება) უჰ-შენი...

კაცი წიგნაკით - დააკვირდით ამ არსებას თავისი ქუჩური ინგლისურით , რომელიც მთელი სიცოცხლე ცხოვრების ფსკერზე მიაჯაჭვავს მას. Aაი რა, სერ, მომეცით 3 თვე და ამ გოგონას ისე გარდავქმნი, რომ ელჩის მისაღებ დარბაზობაზეც კი ჰერცოგის ასულად მიღონ, გნებავთ,, გამყიდველად. მათ ხომ უკეთესი ინგლისური ესაჭიროებათ..

ყვავილების გამყ. გოგო - ეგ რა თქვით?

კაცი წიგნაკით - ქალიშვილო, შენი გაუნათლებლობით შეურაწყოფ ამ სვეტების კეთილშობილურ არქიტექტურას,შეურაქყოფას აყენებ ინგლისურ ენასაც და ეს მაშინ, როცა მე შემიძლია ტუნდაც შებას დედოფლად გადაგაქციო. (ჯელტმენს) რაო, არა გჯერათ?

ჯელტმენი - რა თქმა უნდა , მჯერა მე თვითონ ინდურ დიალექტებს ვსწავლობ და...

კაცი წიგნაკით - (მოუთმენლად) მართლა? იქნება იცნობთ სამეტყველო სანსკრიტის ავტორს პოლკოვნიკ პიკერინგს?

ჯელტმენი - პოლკოვნიკი პიკერინგი მე გახლავართ. თქვენ ვინა ბრძანდებით?

კაცი წიგნაკით - თქვენს წინაშეა ,,ჰიგინსის უნივერსალური ანბანი’’-ს ავტორი ჰენრი ჰიგინსი.

პიკერინგი - (აღტაცებული) ინდოეთიდან თქვენ სანახავად ჩამოვედი.

ჰიგინსი - მე კი ინდოეთში თქვენს შესახვედრად მოვეშურებოდი.

პიკერინგი - სად ცხოვრობთ?

ჰიგინსი - უიმპოლის ქუჩის 27-ა-ში. ხვალვე მობრძანდით ჩემთან.

პიკერინგი - მე კარსტონში დავბინავდი. ახლავე წამობრძანდით ჩემთან, ვივახშმოთ კიდეც და ვისაუბროთ.

ჰიგინსი - ასე აჯობებს.

ყვავილების გამყ. გოგო - (პიკერინგს, ჩავლის დროს) იყიდეთ ყვავილი, კეთილო ჯელტმენო, იყიდეთ, ბინის ქირა ვერაფრით გადამიხდია

პიკერინგი - ძალიან მწუხვარ, მაგრამ ხურდა არა მაქვს.

ჰიგინსი - (გოგონას მათხოვრობით აღშფოთებული) მატყუარა, შენ არ სთქვი, ნახევარ კრონიანს დაახურდავებო?

ყვავილების გამყ. გოგო - (სასოწარკვეთილი წამოვარდა) გულის მაგივრად ლურსმნები გქონიათ! (კალათას ჰიგინსის ფეხებთან დააგდებს) აი, მთელი კალათა ყვავილები 6 პენიდ წაიღეთ. ეკლესიის ზარი 12 ნახევარს რეკავს.

ჰიგინსი - (ამ ზარის ხმაში ჰიგინსს მოესმის ღვთაებრივი ხმა,რომელიც თითქოსდა საბრალო გოგონას მიმართ გამოჩენილი სიმკაცრისათვის შაყვედურობს) თვითონ ზეცა მკარნახობს: (მოიხდის ქუდს,გოგონას მუჭით ჩაუყრის ფულს კალთაში და მერე პიკერინგს გაედევნება)Y

ყვავილების გამყ. გოგო - (დაიხრება და აიღებს ნახევარ კრონიანს) ი-ი-ი-ი-ი-ი-ი. (აიღებს ორ ფლორინს) ო-ო-ო-ო-ო-ო (აიღებს რამდენიმე გროშს) ე-ე-ე-ე-ე-ე (აიღებს ნახევარ სოვერენს) უ-უ-უ-უ-უ-უ

ფრედი - (ჩამოხტება ტაქსიდან) როგორც იქნა ვიშოვე. Gამარჯობა. სად წავიდნენ ის ქალბატონები, აქ რომ იცდიდნენ?

ყვავილების გამყ. გოგო - როგორც კი წვიმამ გადაიღო, ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდნენ.

ფრედი - ახლა, ამ ტაქს რა ვუყო? Aაი, სეირი..

ყვავილების გამყ. გოგო - (ამაყად) დარდი ნუ გაქვს, ახალგაზრდავ, მე წავალ ტაქსით სახლში. (მედიდურად გაემართება ტაქსისკენ მძოღოლი მოუკეტავს მანქანის კარს. გოგო მიხვდება თურატომ არ ენდობა მძღოლი და მთელ მუჭა ფულს უჩვენებს) აი, ტაქსის ფულის გადახდა არაფერია ჩემთვის ჩარლი.(მძღოლს გაეღიმება და გაუღებს მანქანის კარს).

ყვავილების გამყ. გოგო - აქ? კალათი?

მძღოლი - აქ მოიტა, ორი ზედმეტი პენი კალათისათვის უნდა გადაიხადო.

ელიზა - მხოლოდ ისე, რომ კალათი არავინ დაინახოს (ჩააგდებს კალათს მანქანაში და ჯდება. მანქანის Bფანჯრიდან აგრძელებს ფრედისთან საუბარს) მშვიდობით, ფრედი!

-(ზანტად მოიხდის ქუდს) მშვიდობით.

მძღოლი - საით?

ელიზა - ბუკინგამის სასახლეში.

მძღოლი -ბუკინგამის სასახლეში?

ელიზა - რაო, არ იცი? მწვანე პარკთანაა. იქ, სადაც მეფე ცხოვრობს. მშვიდობით, ფრედი. Nნუ მაყურებინებ შენ საცოდაობას, წადი, მშვიდობით.

ფრედი - მშვიდობით. (მიდის)

მძღოლი - მაშ ბუკინგამის სასახლეში? კი მაგრამრა საქმე გაქვს ბუკინგამის სასახლეში?

ელიზა - არაფერი. არ მინდოდა იმ ახალგაზრდას გაეგო სადა ვცხოვრობ. ახლა სახლში წამიყვანე.

მძღოლი -სად?

ელიზა - ანჟელ კორტი, დრიური ლეინი, ნავთის წერტის პირდაპირ.

მძღოლი - ოი, აი ეს უკვე მართალსა ჰგავს. (მანქანა მიდის) მოდი, ჩვენც მივდიოთ მანქანასანDანჟელკორტის შესასვლელამდე. მანქანა ჩერდება ვიწრო თაღთან, რომელიც ორ დუქანს შორისაა მოქცეული. ერთ-ერთი ნავთის წერტია. ლიზა თავისი კალათით გადმოვა მანქანიდან.

ელიზა - რამდენი გინდა?

მძღოლი -(უჩვენებს თაქსომეტრს) კითხვა არ იცი? შილინგი.

ელიზა - რა ამბავია ორ წითში შილინგი?

მძღოლი - ორი წუთია თუ ათი,სულ ერთია.

ელიზა - აიღე, მაგრამ ვიცი, რომ მატყუებ.

მძღოლი - რა? ირველად ზიხარ ტაქსში?

ელიზა - (ამაყად) ასჯერ მჯდარვარ თუ ათასჯერ.

მძღოლ - (დაცინვით)კარგი, კარგი, შენთვის შეინახე ეგ შილნგიც, ძვირფასო. თქვენები მომიკითხე, კარგა იყავი. (მიდის)

ელიზა – (დამცირებული) უსირცხვილო. (აიღებს კალათს და მიაქვს ბინაში, რომელიც წარმოადგენს ერთ პატარა ოთახს. მის სველ კედლებზე ჩამოძენძილია გახუნებული შპალიერი. ფანჯრის ჩამტვრეუილი მინის მაგივრად ქაღალდი გაუკრავს. კედელზეა ვიღაცა უბრალო მსახიობის სურათი და ჟურნალიდან ამოხეული ქალის კაბის ნიმუშები. ფანჯარასთან კიდია ჩიტის გალია ჩიტი დიდი ხანია მკდარია, გალია ალბათ მის მოსაგონებლად ჰკდია.მარტო ეს ფუფუნების საგნები მოჩანს სხვა ყველაფერი სიღარიბეზე მეტყველებს.დანჯღრეული საწოლი, რომელზედაც ჰყრია ყოველგვარი კონკები, რასაც კი გათბობა შეუძლია. აქექილი ჩემოდანი, რომელზედაც აწყვია თეფში, სურა, და პატარა სარკე მოჩანს სკამი, მაგიდა და სამზარეულოს ზოგიერთი ნივთიც. მერიკული მაღვიძარა დგას ბუხრის თავზე, რომელშიაც ცეცხლი დიდი ხანია არ დანთებულა. ოთახ ლამპით ნათდება. ქირა: კვირაში ოთქი შილინგი აი, ელიზაც შემოდის. საშინლად დაქანცულია, მაგრამ იმდენად აღელვებულია, რომ იძინებს. ჩამოჯდება. ითვლის თავის სიმდიდრეს და ფიქრობს რა გააკეთოს ამ ფულით ლამპაში ნავთი ილევა და ქრება ელიზას სიამოვნებს იმის შეგრძნებას რომ შეუძლია ერთი პენის სინათლეც დახარჯოს და არ დაინანოს, თუმცა არც მომჭირნეობის გრძნობას ჰკარგავს. ხომ შეუძლია ზედმეტი პენი არ დახარჯოს სინათლისათვის, სიბნელეში ჩაწვეს ლოგინში და იოცნებოს... ამგვარად მოიხსნის შალს, გაიხდის კაბას და ამ თავის მორთულობას საბნის სამაგიერო კონკებს უმატებს.ფეხსაცმელს გაიხდის და ჩაწვება)



პირველი მოქმედების დასასრული



ფ ა რ დ ა