ლუარსაბ II

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ისტორიული პიროვნებები



ქართლის მეფეები







ლუარსაბ II

გენეალოგიური ხე

1991 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი I - გვ.329-332[edit]

ლუარსაბ II - (ქართლის მეფე) 1603-1615 წწ. - ღმრთივ-გვირგვინოსანი, მეფეთ-მეფე.

ჰყავს:

მამა ქართლის მეფე გიორგი X, იხ. (1610 წ. 1449-2078 ბ), დედა დედოფალი თამარ, იხ. (1606-1613 წწ. 1448-1258, Hd-5297, Sd-61, 1450-10/12, 1450-1/132), ბიძაშვილი [ბიძა] მეფე როსტომ, იხ.; [ბებია] ნესტანდარეჯან იხ.; და ხორეშან იხ.

უწყალობა:[edit]

  • 1608 წ. - აიდოღმიშ გოგიბაშვილს - სომხითში ორი კომლი გლეხი: დონმაზა და ჰაზარდეღა, ნასოფლარი ტანძუტი 1450-10/12;
  • 1608 წ. VII.29. - ბოქაულთუხუცესს, დავით [დავითიშვილს] - ზემო ქართლის სოფელი აბანო 1448-2286;
  • 1608 წ. VII.12. - გიორგი სააკაძეს - საბარათიანოში სოფელი კრწანისი და გამრეკელ ჯავახიშვილის კუთვნილი ცხირეთს მცხოვრები ერთი კომლი გოჩია ურუმბეხაშვილი, საჯავახოში - სოფელი ხანდაკი Hd-13052;
  • 1608 წ. VIII.5. - მასვე - საბარათიანოში ნასოფლარი ყაიშლაღი Hd-1942;
  • 1608 წ. IX.7. - იესე ჯავახიშვილს - მისი განაყოფის, გამრეკელის ნაქონი მამულები ყარაღაჯს, სიონს, ქვენა დრისს; ფეზიას ნაქონი - წოდორეთს Hd-14700;
  • 1608 წ. VIII.4. - ბარძიმ ამილახორს - სომხითში დიდი მახრაღაჯი, ზემო სობისი Hd-2009;
  • 1609 წ. III.9. - მასვე - ბარზის ბიძაშვილის, ფარემუზის ნაქონი მამული, სახასო ყური, ჯეჯიკაური, ახმაჯი, ავახანი. აგრეთვე აზნაურიშვილები: მაღრანელი, ზალია ტარსაიჭაშვილი და მისი ძმა ლამაზუნა, შანაშვილი ივანე, ყანჩაელი გოსტაბ, ძაგანიშვილი შოშიტა Ad-1208;
  • 1609 წ. - ქაიხოსრო ბარათაშვილს - ვახტანგ ბატონიშვილის ნაქონი სოფელი კრკონი ქვეშისხევში 1450-12/113;
  • 1609 წ. III.20. - გიორგი სააკაძეს - ვახტანგ ბატონიშვილის ნაქონი სოფელი ნაბახტევი Hd-13179;
  • 1610 წ. V.13. - დავით [დავითიშვილს] - გორში ერთიერაშვილი სოლაღა და ავრანაშვილი მამულებით Sd-555;
  • 1610 წ. IV.14. - მამუკა კორინთელს - მისი განაყოფის, უშვილო გიორგი [კორინთლის] წილი მამული ირტოზას, ალევს და ჭურთახევს 1450-26/274;
  • 1611 წ. IV.3. - შერმაზან მათარსიშვილ-ლარაძეს - საბარათაშვილოში ალექსანდრე ბატონიშვილის მამული 1450-10/120;
  • 1612 წ. X.20. - ფარემუზს - მღვიმის მონასტრის წინამძღვრობა და სოფელი ზემო სობისი Hd-5297;
  • 1613 წ. VIII.25. - ზაალ აბაზაძეს - მიწობლიძისეული მამული, რომელიც ადრე მოურავისათვის ებოძებინა Sd-524;
  • 1613 წ. X.10. - მასვე - თელათგორს სულხან თურმანიძის ნაქონი მამული Sd-1206;
  • 1613 წ. - ასპან ამირეჯიბს - აძვისი, წაღულს - სამადანისშვილისა და რევაზიშვილის ნაქონი მამულები 1449-833;
  • 1613 წ. XI.1. - შერმაზან ლარაძეს - ერტისს საჩინო ბარათაშვილის ნაქონი მამული 1450-57/8;
  • 1613 წ. - ავთანდილ მარტიროზიშვილს - ალს თაყიაური მამული, რომელიც დედოფლისაგან ჰქონია ნაბოძები ფირალა არაქელაშვილს 1450-1/132;

განუახლა წყალობა:[edit]

  • 1608 წ. IX.7. - იესე ჯავახიშვილს - სამკვიდრო მამულების: ყარაღაჯის, სიონის, ხანდაკის, ქვენადრისის Hd-14700;
  • 1609 წ. IX.24. - გიორგი [სააკაძეს] - ქვეშისხევში ნასოფლარ ყაიშლაღისა Hd-2283;
  • 1611 წ. - ზაალ ხოსიაშვილს - მისივე მკვიდრი მამულისა და ხვედურეთში ყმების, ნადირა და პატაი დვალიშვილებისა Sd-61;
  • 1614 წ. - დავით დავითიშვილს - სამკვიდრო მამულებისა Sd-599;
  • 1615 წ. - მასვე - მკვიდრი სოფლის, აბანოსი Sd-600;
  • 1615 წ. - ქაიხოსრო ციციშვილს - ფარსადან ციციშვილის მიერ უკანონოდ მიტაცებული ყმა-მამულისა: ნიჩბისის, ოხერასი, დოესის, ავკეთის, ქვენაფლავის, ღვისისხევის, აზნაურიშვილების: შემასურ უზნაძის, დავით ხახულარის, ამოვან ალექსიძის, მერაბა შტოელისა Ad-1410;

შესწირა:[edit]

  • 1609 წ. III.22. - სვეტიცხოველს - ლიახვის პირს სოფელი არბო და გლეხები: პაპუნა, ერთი კომლი, ბაღნიაშვილი მაისა, ერთი კომლი, ბერუა, ერთი კომლი, ფიჩხნარაშვილი ირემა, ერთი კომლი, მისი განაყოფი მგელია, ერთი კომლი 1449-1763;
  • 1609 წ. - სანაინის საეპისკოპოსო საყდარს - ტერ-ყუგაზ არღუთაშვილის ეპისკოპოსობის დროს - სომხითში სოფელი შიხჩობანა და ირისკოპოზის ნასოფლარი 1450-28/2;
  • 1613 წ. - თავისი დის, ხორეშანის ქორწინებასთან დაკავშირებით, საკანონოდ შესწირა იერუსალიმის ქრისტეს საფლავს ყუდანათის ნაქონი სოფლები: თერგისი და სოღოლაშენი 1450-51/209;
  • 1600 წ. sic [1600-1614 წწ.] - გუდარეხის მონასტერს - ხუთი თუმანი თეთრი სანთელ-საკმევლისა და ზეთის ფასად, ბედენის პირას, სოფელ ხოფისში მცხოვრები სამი კომლი, რომელიც ადრე არსენ უნდილაძისა და აბელის წილი ყოფილა Hd-1554 ა;

დაუმტკიცა:[edit]

  • 1609 წ. II.14. - გორელ ვაჭარს, ამსარქისა მესხასატურაშვილს - მისი განაყოფის, დოვლათიარას ნაქონი მამული, ნაყიდი ქულბაქები, სამთვლიანი წისქვილები, ბაღი და ვენახი, რატიშვილის ბეითალმანი ნაზვრევი - ექვსი დღის მიწა 1448-1091;
  • 1610 წ. - დავით ჭარმაულს - დომენტი კათალიკოსის მიერ 1602 წ. მიცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი 1449-2078 ბ;

განუახლა თარხნობა:[edit]

  • [1606-1615 წწ.] - ნასყიდა შეშაბერიძეს Hd-4075 ბ;

უბრძანა:[edit]

  • 1607 წ. VIII.20. - სომხითისა და საბარათაშვილოს მებალახეებს, არ აეღოთ საბალახე სიონის ღმრთისშობლისათვის შეწირული მამულებიდან 1449-2637;

სხვადასხვა:[edit]

  • 1610 წ. - მისი ნებართვით, ზებედე კათალიკოსმა სვეტიცხოვლის ჯვარისმტვირთველს, დავით ელიოზისძე-გედეონისშვილს ერედვს უწყალობა ყმა 1450-38/180;
  • 1611 წ. - მისი ნებართვით, თამარ დედოფალმა გულჩარაბაჯის განუახლა მეჯვრისხევში მამულების წყალობა. მის სადღეგრძელოდ დედოფალმა გულჩარაბაჯის დაავალა 24 გიორგობისთვეს აღაპის გადახდა 1448-8760;
  • [1606-1610 წწ.] - მას დედოფალთ-დედოფალ ნესტანდარეჯანთან და დედოფალ თამართან ერთად ერთგულების პირობას აძლევენ ათაბაგი მანუჩარ [ჯაყელი] და ბატონი ელენე 1448-1258;

იხსენიება:[edit]

  • 1611 წ. - მისი მეფობის დროს მამუკა ჩაჩაშვილმა დიღმის წმინდა გიორგის შესწირა ბეჟანაური მამული Hd-1051 დ;
  • [1606-1615 წწ.] - თამარ დედოფლის მიერ ქალაქის მელიქისადმი გაცემულ ბრძანების წიგნში აღნიშნულია, რომ გელაქნურისა და ბახტის ბაჟი იმავე წესით უნდა აეღოთ, რა წესიც ლუარსაბ მეფის წიგნში იყო განსაზღვრულიმისი მეფობის დროს 1448-2381;
  • 1616 წ. - ბაგრატ მეფემ გიორგი [სააკაძეს] განუახლა სვიმონ, გიორგი და ლუარსაბ მეფეების დროს ბოძებული მამულების წყალობა Hd-14418;
  • 1616 წ. - ბაგრატ მეფეის მიერ ათაბაგისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ათაბაგს მისგან ჰქონია ნაბოძები ქარატაკი და გელაქთაგი 1448-1024;
  • 1620 წ. IV.15. - ლუარსაბ მეფე გადაუკიდებია მოურავისათვის ბერუკა [ჯავახიშვილს], ნათქვამია [გიორგი სააკაძესა] და ქაიხოსრო ჯავახიშვილს შორის დავის გარიგების წიგნში Hd-6259;
  • 1630 წ. - მას დედასთან, თამარ დედოფალთან ერთად, მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობლისათვის შეუწირავს მეჯვრისხეველი გლეხები, ნათქვამია თეიმურაზ მეფის მიერ პორტაიტის ღმრთისმშობლისათვის ბოძებულ შეწირულების განახლების წიგნში 1461-3/127;
  • 1636 წ. XII.12. - როსტომ მეფის მიერ ასლამაზ იაგულაშვილისათვის მიცემულ წყალობის განახლების წიგნში აღნიშნულია, რომ მას განუახლებია ასლამაზისათვის სომხითის სოფლების: საღრეველასი და დიდი სახუნდრის წყალობა 1450-9/123;
  • 1636 წ. VIII.24. - მის მიერ ნაწყალობევი ყმა-მამული, როსტომ მეფემ განუახლა იოთამ კორინთელს 1450-26/275;
  • 1640 წ. IV.23. - ზენბად ლარაძის ქვრივის, მარიხის, წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ლუარსაბ მეფეს ლარაძეებისათვის უწყალობებია ირგის ხევში სოფელი ირგი 1450-10/122;
  • 1640 წ. VI.21. - როსტომ მეფის მიერ მანუჩარ და პაპუნა ციციშვილებისათვის მიცემულ განჩინებაში ნათქვამია, რომ შაჰ-აბასს ლუარსაბ მეფე ირანში თან წაუყვანია და ქართველები უპატრონოდ დაუტოვებია Ad-1030;
  • 1641 წ. - როსტომ მეფის წყალობის წიგნში ალიხანა ქიქილაშვილისათვის ნათქვამია, რომ ადრე ალიხანასათვის ეს წყალობა უბოძებია ლუარსაბს 1449-2262;
  • 1642 წ. - როსტომ მეფემ განუახლა მისი და სვიმონ მეფის მიერ ადრე ნაწყალობევი აკოფშაშვილები ბეჟან თულაშვილს Qd-1698;
  • 1652 - როსტომ მეფის მიერ იორამ სააკაძისათვის მიცემულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ლუარსაბ მეფეს სააკაძეებისათვის სოფლები უბოძებია Hd-13955;
  • 1656 - მას ბერუკა [ჯავახიშვილისათვის] უწყალობებია საჯავახოში, თეძამს გაღმა-გამოღმა, ამოვარდნილი ნათესავის წილი მამული, აღნიშნულია როსტომის წყალობის სიგელში როინ ჯავახიშვილისადმი Hd-14677;
  • [1633-1658 წწ.] - თურმანმა - დავით გაბადიძეს განუახლა ლუარსაბ მეფის მიერ ნაწყალობევი სულხანის კერძი მამული თელათგორში Hd-8794 ა;
  • 1682 წ. V.25. - გიორგი მეფემ მის მიერ ბოძებული შვიდი კომლი გლეხის წყალობა განუახლა იბაშერ შალიკაშვილს 1450-35/137;
  • 1689 წ. - შერმადინ იოთამიშვილ-{ბარათაშვილსა] და არეშიშვილებს სორის სოფელ ვარხუნის საზღვრებზე დავის დროს შერმადინმა წარმოადგინა ლუარსაბ მეფის განაჩენი 1450-38/33;
  • 1689 წ. - [ნაზარალი-ხანის] მიერ ქალაქის მელიქ-მამასახლისისათვის გაცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ლუარსაბს უბოძებია ქართლის კათალიკოსისათვის გელაქნურისა და ბახტის ბაჟი 1448-9978;


მისი ხელრთვა და ბეჭედი აქვს შემდეგ საბუთებს: Hd-1554 ა, Hd-13052, Hd-14700, Hd-2283, Hd-2009, Sd-555, Sd-61, Sd-524, Sd-599, Ad-1410, 1448-2286.