ათაბაგთა ქრონიკა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები









შესავალი[edit]

ათაბაგთა ქრონიკა წარმოადგენს H-1717 ხელნაწერის მინაწერებს. აღნიშნული ხელნაწერი წარმოადგენს მე-15 მე-16 საუკუნეების მიჯნაზე გადაწერილ დავითნს. ტექსტის ბოლოს ტექსტისვე ხელითა და მელნით დაწერილია ყვარყვარე ათაბაგის სახლის წევრთა ქრონიკები (გვ.232v-233v)

ქრონიკების ტექსტი[edit]

1. წელთა დასაბამითგანთა ექუსიათას ცხრაას ოთხმოცდაორსა (1474 წ.), ოკდონბერსა ათსა, მწუხრი კჳრიაკესა რომელ ორშაბათად განთენდებოდა, ძმაჲ მათი მჴნე, ახოვანი, ღ~თის მოყუარე ბაადურ ამიერ სოფლით მიიცვალა და ღ~თისაჲ მივიდა, წლისა ოცდა ერთისა.

2. წელთა დასაბამითგანთა ექუსიათას ცხრაას ოთხმოც და ჩჳდმეტსა (1489 წ.), დეკენბერსა თურამეტსა, დღესა პარასკევსა, დედაჲ მათი ღ~ის მოყუარე, ობოლთა და გლახაკთა შემწყალე, მსგავსი წმიდათა დედათა, პატრონი დედისიმედი განვიდა წარმავალისა ამისგან და მივიდა საუკუნეთა მათ წარუვალთა, წლისა ორმოცდათოთხმეტისა.

3. წელთა დასაბამითგანთა შჳდიათას და ექუსსა (1498 წ.), ივლისსა ერთსა, დღესა კჳრიაკესა, მიმწუხრი, მამა მათი მჴნე, ღ~თის მოყუარე, სახელ–განთქმული, საღ~თოჲთა და საკაცობოთა ყოვლითა ზნითა შემკული პატრონი ყუარყუარე ამიერ სოფლით გარდაიცვალაჲ და წარვიდა სავანეთა მათ საუკუნეთა, წლისა ოთხმოც და ორისასა დღე აკლდა ორმოცდა თხუთმეტი, რომლისა საუკუნოჲ იყავნ ჴსენებაჲ მათი.

4. წელთა დასაბამითგანთა შჳდიათას და რვასა (1500 წ.), მაისსა ექუსსა, დღესა ოთხშაბათსა, ჟამსა მეექუსესა დღისასა, პირმშოჲ ძმა მათი ღ~თის მოყუარე, მჴნე, უძლეველი, მჴედარი განთქმული, ახოვანი ბრძოლათა შინა, ყოვლითურთ და ყოვლადვე უმჯობესი ყოველთა კაცთა ამ ჟამისათა, საღთოჲთაცა და საკაცობათა, პატრონმან ქაიხოსრო განვლოჲ მდენი ესე და წარმავალი საწუთოჲ და ღ~თისაჲ მივიდა, რომლისცა ტრფიალ იყო და სუროდა, წლისა ორმოც და ცამეტისა, რომლისა საუკუნოჲმცა არს ჴსენებაჲ მათი.

5. წელთა დასაბამითგანთა შჳდიათას ოცდასამსა (1515 წ.), ივნისსა ხუთსა, დღესა სამშაბათსა, ჟამსა მზის ამოსლვისასა, ძმაჲ მათი, ღ~თის მოყუარე, მჴნე, უძ... [მზეჭაბუკი] [გარდაიცვალა].

გამოცემა[edit]