Page:ქართლის ცხოვრება - ტ.2 - 1854 (ჩუბინოვი).pdf/267

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

ქორონიკონსა რ~ჲდ კუალად შეიკრიბა ერი ურიცხჳ და წარმოემართა უზუნასან ძალითა დიდითა სამცხესა ზედა. ესმა ესე ყუარყუარეს და ორთა ძეთა მისთა, რამეთუ პირისპირ განწყობა ვერ ძალ-ედვათ სიმრავლისაგან ურიცხვობისა სპათა მათთასა, და ჰქმნეს განზრახვა, რათა სამთაგან ერთი წარსრულ იყო და დაეცხრო გულისწყრომა მძლავრისა მის, რათა არღარა მოსრულ იყვნეს ქუეყანასა სამცხისასა. მოვიდა სამცხეს და მერმე მოიწივნეს აწყუერს და მოსრნეს მრავალნი ქრისტეანენი, მღდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი, და წარტყუევნნეს სრულიად სამცხე.

აღიყარა ყაენი და წარვიდა საყაენოსა თჳსსა და ტყუე ჰყვეს ხატი აწყუერისა ღმრთისმშობელი, და წარიყვანეს ქუეყანასა მათსა. და იქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა. აღდგეს ყოველნი და შთავიდეს ქართლს, ვიდრემდის მწირობდენ მუნ შჳდ წელ.

მიიცვალა ძე მეფისა ალექსანდრესი მეფე გიორგი კახთა და დაჯდა მის წილ ძე მისი ვახტანგ. და გარდაჴდეს მცირე რამე ხანი და წარვიდა კოსტანტინე თათარშიგან. და სხუამან ვერავინ ბედა ქართველმან დარბაისელმან წარსლვა თათარშიგან და ბატონის ხლება. დიდად ერთგულად და კარგად იყვნეს ბარათასშვილნი. და იგინივე წარყვეს თანა და მსახურეს. და წარყვა მზეჭაბუკსა, პირმშო შვილი ყუარყუარესი. იპრიანა ღმერთმან და იწყინა ამოწყუეტა საქრისტეანოსა. შეედვა ყაენსა სენი სასიკუდინე, ქმნა ღმერთმან და მოკუდა ყაენი უზუნჰასან. და მიიღო პატრონობა ძემან მისმან სულთანმან, და ძმა მისი აღუბ ეშურებოდა მიღებად პატრონობასა.

დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუჴდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დაჴოცეს მრავალი თათარი. ხოლო სულთანი და მკითხველნი სჯულისა თათრისანი უქადაგებდენ სჯულსა თჳსსა. ხოლო იცოდა მზეჭაბუკ არაბული და სპარსული და თათრულიცა. ესეოდენ სწავლულ იყო ენითა და წიგნითა მათითა, ვითარმედ ყოველსავე ღრმათა სცნობდა და მისგან ესრეთ აღმოვიდოდეს საღმრთონი სიტყუანი პირით მისით; და სჯულისა მათისაგანცა ყოველივე ზედამიწევნით უწყოდა და მათისავე სჯულისა წიგნთაგან დაუყოფდა მედგარსა პირსა მათსა და მიერ დღითგან ვერღარა-ვინ იკადრა ამის პირისათჳს სიტყჳსა