1913 - კაკაბაძე სარგის - ბაგრატ, უცნობი მე-XIV საუკუნის რაჭა-არაგვეთის მფლობელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ნაშრომები საქართველოს ისტორიაში




ნაშრომები საქართველოს ისტორიაში






ნაშრომი:

სარგის კაკაბაძე - ბაგრატ, უცნობი მე-XIV საუკუნის რაჭა-არაგვეთის მფლობელი

წიგნი:

1913 - სარგის კაკაბაძე - ბაგრატ, უცნობი მე-XIV საუკუნის რაჭა-არაგვეთის მფლობელი.


სტატიის შინაარსი

ამ ნაშრომში სარგის კაკაბაძეს გამოქვეყნებული აქვს 1446 წ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა ივანე თულასძისადმი. კაკაბაძე სიგელს 1446 წლით ათარიღებს და მისი გამცემი ბაგრატი კი დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის პირველ ნახევარში გამეფებული ვახტანგ გორგასლის შვილად მიაჩნია. (გვ.3-6).

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III-გვ.29


ამ ნაშრომში სარგის კაკაბაძეს გამოქვეყნებული აქვს მთის წმინდა გიორგის მონასტრის სიგელის ტექსტი და დართული აქვს შემდეგი მსჯელობა:

“ეხლა ჩვენ უნდა ვეცადოთ გამოვარკვიოთ, ვინ უნდა იყოს სიგელის მბოძებელი მეფე ბაგრატ. ეჭვს გარეშეა, ის უნდა იყოს აფხაზეთის სამეფო შტოსი, რადგან მთის წმიდა გიორგის მონასტერი რაჭაშია, ხოლო სიგელი წარმოადგენს არა უბრალოდ შეწირულობის საბუთს, არამედ ფრიად საინტერესო იურიდიულ აქტს. სიგელს შემდეგ ამტკიცებენ ქართლის მეფე კოსტანტინე 1491 წ. (ამ დროს მას ალბათ თუ მთლად იმერეთი არა, ნაწილად მაინც სჭერია) და აფხაზ-იმერეთის მეფე ალექსანდრე III (†1510 წ.). კოსტანტინე მეფე სწერს: “მას ჟამსა ოდეს მოკითხული ვქმენით და ძველათგან გამოღება არ გვჭირდებოდა”... სიტყვა “ძველათგან” უნდა უჩვენებდეს, რომ ბაგრატ მეფე, სიგლის მბოძებელი, კოსტანტინე მეფეზე ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდა. ბაგრატ მეფის ცოლს სახელად ჰქვია ელენე, მათს ორ შვილს გიორგი და ალექსანდრე. ჩემი აზრით, ეს ბაგრატ მეფე უნდა იყოს აქამდის უცნობი მეფე მე-XIV საუკ., ვინაიდგან არც ერთს მე-XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის სამეფო შტოს წარმომადგენელს ბაგრატს არ ყოლია შვილები სახელით გიორგი და ალექსანდრე. ვახუშტის მიერ პოვნილ ერთს ქრონიკულ ცნობაში მოხსენიებული ყოფილა: “ქორონიკონსა 54 (=1365-1366წ. 1 სექტემბ.) დიდი სიკუდილი იყო და მოკუდა დედოფალი ელენე, ცოლი ბაგრატ მეფისა”. რადგან ქრონიკაში ელენე ბაგრატ მეფის “ცოლად” იხსენიება, ამიტომ საგულისხმებელია, რომ თვით მეფე ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა. ქრონიკაში მოხსენებული ბაგრატ არ შეიძლება იყოს ის ბაგრატ, რომელიც მოხსენიებულია იმავე ვახუშტის მიერ პოვნილ ქრონიკაში - “ქორონიკონსა 46 (=1357=1358 წ. 1 სექტემბერსა) მეფის მიქელის ძემ ბაგრატ ყვარყვარე ათაბაგის ქალი შეირთო”, - ვინაიდგან ამ ბაგრატის ცოლსა და ყვარყვარე ათაბაგის ქალს სახელად ერქვა ნათელა. ჩემი აზრით ბაგრატ მეფე, რომლის ცოლი ელენე გარდაიცვალა 54 ქორონიკონს, უნდა იყოს ის, რომელსაც დაუწერინებია ზემოთ მოყვანილი მთის წმიდა გიორგის სიგელი. რადგანაც თვით მონასტერი რაჭაშია, ხოლო სიგელი იურიდიულ მნიშვნელობის აქტს წარმოადგენს, ამიტომაც ამ სიგლის მიმცემი მხოლოდ ადგილობრივი ბატონი იქნებოდა. მაშასადამე, მეფე ბაგრატ უნდა ეკუთვნოდეს ეგრედ წოდებულ რაჭა-არგვეთის სამეფო შტოს, რომელსაც ქართლის დასავლეთი ნაწილიც ემორჩილებოდა. ამ შტოს დამაარსებელია, როგორც მე უკვე აღნიშნული მქონია, მიქაელი, ძმა აფხაზთა მეფის კოსტანტინე IV-სა და ძე დავით ნარინისა. თათრების ეპოქის მემატიანე გადმოგვცემს: “დაუტევა (ნარინ დავითმა) სამნი ძენი: პირმშო ვიდრემე კოსტანტინე, და მეორე მიქაელ და უმრწემესი ალექსანდრე... ხოლო მიიღო მეფობაი კოსტანტინემ პირმშოებისა ძლით, რომლისა მეფობასა წინააღუდგა ძმა მისი მიქაელ და დაიპყრა ქვეყანა რაჭისა და არგვეთი და დღეთა მათთა იშლებოდა ქვეყანა იგი, რომელთა საქმენი არღა მოხსენებულ არიან, და არა ყვეს მშვიდობა ვიდრე არა მიიცვალნეს, რამეთუ რომელსა ჟამსა დაიზავნიან, მყის შეიშალნიან”. ბაგრატ მეფე, რომელიც მე-XIV საუკ. 60-იან წლებში რაჭა-არგვეთს ფლობდა, იქნებოდა ახლო მემკვიდრე ამ მიქაელ მეფისა, დავით ნარინის ძისა. ბაგრატ მეფეს ყოლია ორი ვაჟი გიორგი და ალექსანდრე. მისს მემკვიდრედ იქნებოდა უფროსი ვაჟი გიორგი და ეს გიორგი ის გიორგი მეფე უნდა იყოს, რომელიც 80 ქორონიკონს (=1391-1392წ. 1 სექტემბერი) მეგრელთ მოკლეს” (გვ.7-8).

2010 - ჟღენტი ნიკოლოზ - მთის წმ. გიორგის სიგელის თარიღი-გვ.145