1742-1758 წწ. - შეწირულობის წიგნი ბესარიონ კათალიკოზისა ხოფის საყდრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია

გვაქვს პირი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ეჰა, შენ მშობელო უფლისა ჩუენის იესო ქრისტეს მშობელო, ღმრთისმშობელო, საყდარო ხოპისაო, განსუენებულო ჩუენ ძისა შენისა მიერ კათალიკოზ-პატრიარხმან ბესარიონ, შემოგწირეთ ჯაიანის მერაბის შვილი იოანე და სვიმონ. პირველად დადიანმა ოტიამ შესწირა და ჩუენ მოგუცა და ჩუენ თქუენდა შემოგვიწირავს ის ორი ძმა მისი კაცებით, შაქარი, ჭაჭას სახლი და დაგაჯინი და კოტრავას სახლი მათის ყოვლისფერითა, გეგია და ხურცილავა, ერთი პარტახი, ნაგეგენაჳ ტყით, წყლით და მიწა-მამულით, საყანით, სახოხბით.

აწ, ვინც ეს გამოგწიროს, შეჩუენებულიმც არის შენის ძის ქრისტეს ღმრთისაგან და ყოველთა მისთაგან, ჩუენის შემდგომის კათალიკოზისაგან, და ყოველთა სამღუდელოთა დასთაგან, ამინ.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა . დათარიღების ქვედა ზღვრად უნდა ავიღოთ აფხაზეთის კათოლიკოს ბესარიონის აღსაყდრების წელი (1742). ვინაიდან საბუთში იხსენიება ოტია დადიანი, რომელსაც ყმები შეუწირავს კათოლიკოსისთვის, ამიტომ ზედა ზღვრად ოტია დადიანის გარდაცვალების წელი (1758) ავიღეთ.

პუბლიკაცია[edit]