1669 წ. 6 დეკემბერი - იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ის სიგელი რუსეთის მეფე ალექსეი მიხაილოვიჩს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართველ მეფე-მთავართა მიმოწერა






საბუთის ტექსტი[edit]

1669 г. 6-го декабря
Грамота отъ Имеретинскаго Царя Баграта IV къ Царю Алексею Михайловичу

...

მოგახსენებ ჩვენ იესიან, სოლომონიან, დავითიან, პანკრატოვნიან, ლიხთ-იმერეთისა და ლიხთ-ამერისა, დიდისა და დედა ქალაქისა ქუთათისისა მეფე სვანეთისა, დვალეთისა, ოსეთისა, მპყრობელ-მქონებელი, მონა ღვთისა, მოსავი ჯვარისა, მეფის ალექსანდრეს შვილი, მეფე ბაგრატ, შევრდები ძლიერებათა შენთა, თაყვანის ვსცემ ხელმწიფობასა თქვენსა, მოგვიდრეკია თავი ჩვენი და ვყმობთ უსწოროსა ტახტსა თქვენსა, ყოვლითურთ შემიერთე და შემიძინე და ნუგეშინის მეც მე მონასა და მოსავსა ქრისტეს სარწმუნოებისასა, შენ კეისრისაგან უმაღლესო ბედნიერო ხელმწიფევ:

ჩვენ და ჩვენი ბაიარები. საქართველოს მაკურთხეველი კათალიკოზი ეფთუიმი, დიდისა დედა ქალაქის ქუთათელ მიტროპოლიტი სვიმიონ, დიდისა დავით აღმაშენებელისა დიდის საყდრის გაენათისა გაენათელ მიტროპოლიტი გედევან, ცაგერელ მამათ მთავარი გაბრიელ, ნიკოლოოზ წმინდელი დავით, მთავარ ებისკოპოზი სვიმონ, არქიმანდრიტი წინამძღვარი მალაქია, არქიმანდრიტი წინამძღვარი მოწამეთა მთავრისა, არქიმანდრიტი წინამძღვარი მღვიმესა მაცხოვრისა, არქიმანდრიტი ჩოხასტრისა, არქიმანდრიტი წინამძღვარი მთხილთაწყარო სამებისა, არქიმანდრიტი მოწამეთა მთავრისა წმინდის გიორგისა, არქიმანდრიტი წმინდისა საბასი, არქიმანდრიტი წინამძღვარი წყალთაშუისა. არქიმანდრიტი წინამძღვარი ვარძიისა, არქიმანდრიტი წინამძღვარი წმინდის ნიკოლაოზისა, არქიმანდრიტი წინამძღვარი ვანისა, არქიმანდრიტი წინამძღვარი ტაბაკინისა, არქიმანდრიტი წინამძღვარი მაცხოვრისა ბასილ, დიდი ბაიარი ჩვენი სახლის უხუცესი სეხნია, დიდი ბაიარი ჩვენი შიოშ, დიდი ბაიარი ჩვენი სარდალი ხოსია, დიდი ბაიარი ჩიჯავაძე საზვერელი, დიდი ბაიარი მოლარეთ უხუცესი ბეჟან, დიდი ბაიარი ციხის თავი, დიდი ბაიარი წულუკიძე მერაბ, დიდი ბაიარი აბაშიძე პაატა, დიდი ბაიარი და სარდალი წერეთელი ზაალ, დიდი ბაიარი იაშვილი მამუკა, ბაიარი წერეთელი ოტია, ბაიარი წერეთელი დავით, ბაიარი წერეთელი ქაიხოსრო (?), ჩვენი სუფრაჯი ჩხეიძე ოტია, ბაიარი ბოქაულთ-უხუცესი თამაზა, დედოფლის სუფრაჯი ვივიტაშვილი დათუნა, დედოფლის სახლის უხუცესი ბაიარი პაპუნა, მესტუმრეთ უხუცესი მხეიძე კაცია, კიდევ მესტუმრეთ უხუცესი ფხეიძე ხოსია, ბაიარი მხეიძე ჟოჟუა, ბაიარი ჯაფარიძე გიორგი, ბაიარი ჯაფარიძე ავთანდილ, ბაიარი ჯაფარიძე ბეჟან, ბაიარი ჯაფარიძე ხოსია, ბაიარი წულუკიძე კაცია, ბაიარი იაშვილი კაცია, ბაიარი იაშვილი ფაცია, ბაიარი ინასარიძე იესე, ბაიარი ინასარიძე გიორგი, ბაიარი ჩიჯავაძე როსტომ, ბაიარი ჩიჯავაძე ლომკაცი, ბაიარი ჩიჯავაძე ლიპარი, ბაიარი ნიჟარაძე პაატა, ბაიარი ღოღობერიძე ბეჟან, ბაიარი ნიჟარაძე ბაადურ, ბაიარი ღოღობერიძე ზაალ, ბაიარი აბაშიძე ამილღამბარ, ბაიარი აბაშიძე გიორგი, ბაიარი აბაშიძე იესე და სხვა ერთობლით ჩვენ თავად აზნაურიშვილი და ჩვენის კარის მდივნები ასლან, მდივანბეგი ბეჟან, მდივანბეგი ხუცია, მდივანბეგი პაატა და სხვანი ყოველნი ქრისტეს მეუფისა მადიდებელნი, ყმანი და მოსამსახურენი ყოველნივე ევედრებიან ცამდინ ამაღლებულს ხელმწიფესა და მოვახსენებთ ჩვენ მადიდებელნი ქრისტეს მეუფისა და მაქებარი უსწოროს მაგათის ხელმწიფობისა, მონა მღვთისა მეფე ბაგრატ:

მერმე, ამას წინათ, დიმიტრი ეზეკიელის ვახელით, შემოვეხვეწეთ და ჩვენი და ამ საქართველოს საქმე გავაშინჯვეთ და წყალობის იმედი ებძანათ და საქონლის ბოძება და ციხებიდაღმე თათრების გაყრა და დაუსრულებელმან ღმერთმან ხელმწიფობა მაგათი განაძლიეროს და ყოველნი ორგულნი და ურჩნი მაგათ ფეხთა ქვეშე მოაქციოს.

ამას წინათ, ჩემმა დედინავვალმან, ჩემმან ორგულმან ყმებმან რაც ჩვენზე ქნეს, ბედნიერს ხელმწიფეს ყველა გავაშინჯვეთ და მღვთითა და მაგათის ბედნიერობით ჩვენი სამკვიდრო ჩვენვე ვიშოვეთ და მტრებიცა ორგულიცა ყველა ხელთ დაგვრჩა და საქართველო დავიმორჩილეთ და ჩემი დედინაცვალი მამის ჩემიშ კაზინითა ურუმში წავიდა, ხვანთქარს შეახვეწა და ხვანთქარმან ვეზირი გამოგვიძახა და ასრე დაებარებინათ: "თუ მეყმოს და რჯული დააგდოს, მის საბატონოს ნუ ეცილვითო. თვარამ, და ესევ მისი დედინაცვალი გაბატონეთო". და ჩვენის ქრისტიანობის დაგდებას ისივ ჩვენი წახდენა ვარჩიე და არც ხვანთქრის ხმალი შეგვეძლო, ამად რომე ხვანთქრის ბრძოლას ბოლო არ მოეღო და ლიხთ-იმერეთი დავტოვეთ და რაჭას, ლეჩხუმს და სვანეთს მთის ადგილებში გავმაგრდით და ზღვითა და თქვენის ბედნიერობით იქ ვერ მოგვიდგნენ და ქუთათის და ლიხთ-იმერეთს ჩვენი დედინაცვალი გაბატონდა და იმერნი მიუვიდენ და ცოტას ლაშქრით შიხი და მურთი მოუყენეს და დაუსრულებელი ღმერთი მყავს მოწმად და ქუთათის, დიდი დედა ქალაქი, ციხე და მონასტერი თათრითა და მოლით სავსე იყო და პატიოსანი ხატი და ჯვარი დასთხარეს, ოქრო და ვეცხლი დაადვნეს და თან წაიღეს და ზოგი წაასვენეს და სასახსროდ დატყვევეს. ქუთათის ქალაქშია თათრები მოჰყვანდათ დასასახლებლად და იპრიანა ღმერთმან, ზამთარი მოუვიდათ და ვეზირი წავიდა და მიავლინა ღმერთმან რისხვა მისი და საქართველო გასათათრებლად არ დაანება და ციხის მეტი ჩვენვე საბატონო დავიჭირეთ და ციხე მათ უჭირავსთ და მოლები დიდროვანს საყდარსა და მონასტერს თავს დასძახის.

საქართველოს თავობისათვის და ციხის დახსნისათვის სასაზსრო ქრთამი შემოგვიკვეთეს. და მიმადლოს ქრისტეს მეუფეს და მოგვეხმარო და ეს საქართველო დაიხსნან. მამის ჩემის ხაზინა ჩვენ არა დაგვრჩომია რა, კვლა დედინაცვალმა ჩემმა ურუმში საქრთამოს წაიღო და ხვანთქრის ძალი არ შეგვიძლიან და ღონე მის მეტი არა გვაქვს. თუ ბედნიერი ხელმწიფე არ მოგვეხმარება, მრავალი ქრისტეანე უნდა დამტყვევდეს და გათათრდეს. თუ ამისგან უმფრო ძალი დაემართება აგარიანთაგან, საქართველოს ქრისტიანობა დიაღ მოუძლურდება და ძალი დაემართება.

ბედნიერის ხელმწიფისაგან მამაჩემს რაც გაჩენილი წყალობა ქონდა და ჩვენთვისაც წყალობა უბრძანებია და მაგათის დიდის ხელმწიფობის ბეჭედი და წყალობა გვიბოძოს, რომ აგარიანთ ხელისაგან ეს საქართველო საყდრები, პატიოსანი ხატი და ჯვარი და ციხე დავიხსნათ, ქრისტეს მეუფის ერთგულობა და სიყვარული იქმნება და მერე, ყოველს ქვეყანას მაგათის უსწოროს ხელმწიფის სახელი დავარდების.

ბედნიერს ხელმწიფეს ჩვენი ელჩი ეხმო და ჩვენი კარის წინამდგომი მიტროპოლიტი ევდემონ და ისივ დიმიტრი ეზეკელი არიშიძე, თილმაჯი მოლე გოცაძე, ზინდარი ჯაფარიძე და მეჯინიბე ხუცესი ბუაძე, სამი მეჯინიბე გვიახლებია. ეს არც მაგათი საკადრისი იყო, მაგრამ ეგება, ხელმწიფეს მოხსენდებოდეს, თუ ამ საქართველოს რა ძალი დაემართა დდა რასაც ვღირს ვიყავით ფეშქაში, სხვას ნუსხით გვიახლებია და ახლა, ამისთვის ბედნიერი ხელმწიფე ნუ გაგვიწყრების. და თუ ღვთის და ბედნიერის ხელმწიფის წყალობით ეს საქართველო დამაგრდა და მათის წყალობით ამ საქართველოში კაი რამ დაგვემართა, მას უკან, რაც გაგვეწყობის მაგათი მიწა და მოსამსახურე და უსწოროს ხელმწიფობის მადიდებელი ვიქნებით უკუნით უკუნისამდე.

ბეჭედი: მონა ღვთისა და მოსავი ჯვარისა მეფე ბაგრატ. ვადიდებ ხელმწიფობასა ალექსის.

პუბლიკაციები[edit]