1640 წ. - წყალობის წიგნი ქრისტეფორე კათალიკოზისა გედევანიშვილებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 113


საბუთის შინაარსი[edit]

ქართლის კათალიკოზმა ქრისტეფორემ როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით გედევანიშვილ დავითს, გაბრიელს და პეტრეს უბოძა ადრე ქარსიძეებისათვის ძეგვში მიცემული ოთხი კომლიდან ორი: ბადრიაშვილი და ოქრუა, ხოლო ორი სახასოდ დაიდო. ამის სანაცვლოდ გედევანიშვილებმა ქარსიძეებს ტირძნისში მისცეს ოთხი კომლი, ხოლო მათ ძეგვის მოურავობაც ეწყალობათ.

დაიწერა სიგელი ქორონიკონს ტკჱ, მდივანმწიგნობარ შალვა მარტიროზიშვილის ხელით.

საბუთს აქვს ქრისტეფორე კათალიკოზის ხელრთვა.

შენიშვნა[edit]

საბუთის შინაარსობრივად აგრძელებს სიგელს: 1640 წ. - წყალობის წიგნი ქრისტეფორე კათალიკოზისა ქარსიძეებისადმი.

პუბლიკაცია[edit]