1628 წ. 03.15. - თბილელობის წყალობის წიგნი სვიმონ II-ისა ელისესადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია, გვაქვს მხოლოდ პუბლიკაციები.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 70


ქ. ნებითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან სვიმონ, ესე წყალობისა წიგნი მოგახსენეთ თქუენ, ეპისკოპოზს პატრონს ელისეს მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და თბილელობასა დაგვეაჯენით.

ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოგახსენეთ თბილელობა, ასრე რომე: რაც სიონთა ღმრთისმშობელს ქალაქს ან ვაჭარი ჰყოლებოდეს შეწირული, და ან ქულბაქი, ან საბარათაშვილოში და ან ქართლში, ჩვენც შეგვიწირამს უკლებად და თბილელობა თქუენთვის გვიბოძებია. და რა რიგადცა ან მოქალაქესა, ან თემის კაცს სხვის თბილელისათვის ემსახუროს, ისრევე თქუენ უნდა გემსახუროს. და რაც სათქვენო ქულბაქი იყოს, თქუენი არის, ვისცა გეპრიანებოდეს ათხოეთ და აქირაეთ, ვისცა თქუენ არ გეპრიანებოდეს, რა რიგადცა თქუენ გეპრიანებოდეს, ისრე ჰქენით. არას ჩუენს მოხელეს თქუენს ვაჭართან ხელი არა აქუს; თქუენის ყმის სარგო და გამოსაღები სათქუენოდ უნდა ააღებინებდეთ.

აწე, უზეშთესთ მოგახსენებთ და უქვედესთა გიბრძანებთ, კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინ გინდა ვინ იყვნეთ, ანუ ვინ გინდა ვინ იქნებოდეთ, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს; და ნურაოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით, თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტივ (1628), მარტს იე, ხელითა კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობრისა ოქრუაშვილის შერმაზანისითა.

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]