1611 წ. 04.03. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა შერმაზან ლარაძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩვენ, ღ(მრ)თივ-გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, და დედამან ჩვენმან, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან თამარ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულთა ყმათა, ლარაძეს მათარსის შვილთა: შერმაზანს, ბიძინასა და ზენბადს, მას ჟამსა, ოდეს მოგუდეგით კარსა და მამულისა წყალობას დაგუაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ საბარათაშვილოში წინვენახი, რისაც მქონებელი ბატონისშვილი ალექსანდრე მქონებელი ყოფილიყოს, მისითა სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილი{თა}, ველითა, ვენახითა, შესავლითა და გამოსავლითა, სამკვიდროდ და სამამულედ თქვენთვის და თქვენთ შვილთათვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგა.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვაზირნო, მდივანო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ და ნუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამ ჩვენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს, ნურცარას თქვენ შეუშლით და შე{ე}ცილებით, თუ{ი}ნიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟთ, აპრილის , ჴელითა კარისა ჩვენის მწიგნობრისა თუმანისშვილის ნასრისითა.

ბეჭდების ადგილი: ლუარსაბ, თამარ


მინაწერები პირზე:

ასლიდამ არის ჩაწერილი. სოვეტნიკი თ(ავად)ი დიმიტრი თარხანოვი. სოვეტნიკი თა(ვადი) თეიმურაზ ბაგრატიონი.

ამისი ასლი დოკუმენტი მივიღე. კეთილშობილი იოსებ ლარაძე.

საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟთ (299) აპრილის გ, რაც გვაძლევს 1611 წლის 3 აპრილს.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.99-100
ბატონიშვილი ალექსანდრე უნდა იყოს მეფე ლუარსაბ I-ის ძე, შემონაზვნებული არსენის სახელით. საბუთის გაცემის დროისთვის იგი უკვე აღკვეცილი ყოფილა, რადგან უმემკვიდრეოდ დარჩენილი ჩანს და საბარათიანოში არსებულ მის კუთვნილ მამულებს მეფე წყალობად აძლევს მათარსი ლარაძეს.

პუბლიკაცია[edit]