1609 წ. 03.22. - შეწირულების წიგნი ლუარსაბ მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გუირგუინოსანმან, მეფეთ მეფემან ლუარსაბ, ვიგულედ და ვიგულსმოდგინეთ და შემოგწირეთ [პა]ტიოსანსა ღ(მრ)თივ-აღმართებულსა სვეტსა ცხოველსა, კვართსა [სამეუფო]სა და მირონსა ქრისტესა: ლიახვის პირს სოფელი არბო მეფ[ობისა] ჩუენისა წარსამართებლად და სულისა ჩუენისა სახსრად დღესა მას [საშინელსა]. შეიწირე მცირე ესე შესაწირავი თქვენ, პატიოსანო ღ(მრ)თივ-[აღმარ]თებულო სვეტო ცხოველო, კვართო საუფლო და მირო[ნო ქრ]ისტესო, და ნაცვალ-გვაგე მადლი და ფარვა თქვენ მიერი და [წარმა]რთე მეფობა ჩუენი.

არს არბოს ჩუენგან შეწირული: ბ[...]იული პაპუნა], კუამლი ერთი, ბაღნიაშვილი მაისა, კუმლი ერთი, [...]ე ბერუა კუმლი ერთი, ფიჩხნარაშვილი ირემა, კუმლი ერთი, მისი განაყოფი მგელია კუმლი ერთი. ესები მათის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა, მთითა, ბარითა, წყალითა, წისქვილითა, შესავლითა და გამოსავლითა, შენითა და ოჴრითა, ყოვლის მისის სამჭმოთა თქვენთვის შემოგუიწირავს. შეიწირე პატიოსანო ღ(მრ)თივ-აღმართებულო სვეტო ცხოველო, კვართო საუფლოო და მირონო ქრისტესო.

აწე, კიდევე საყდარი გერის მთავარმოწამე და მისი შესავალი სოფელი არბო მისის შესავლითა. ესები ყოვლითურთ თქვენთვის შემოგუიწირავს ყოველთა მეფეთა და მეპატრონეთაგან მოუშლელად.

აწე, გიბ(რძანე)ბთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგიდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღ[ე]ის წაღმა იქნებოდეს, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან შეწირულს სიგელში ეწეროს და თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟზ, მარტსა კბ, ჴელითა ჩუენის მწიგნობრის რევიშვილის ქუმსისითა.

ხვეულად: ლუარსაბ

საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟზ (297), მარტის კბ, რაც გვაძევს 1609 წლის 22 მარტს.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.89
მეფე ლუარსაბი სვეტიცხოველს სწირავს გერის მთავარმოწამის (წმ. გიორგის) საყდარს მისი ყმა-მამულითურთ, რომელშიც მოიაზრება სოფ. არბო და იქ მოსახლე 5 კომლი გლეხი. საინტერესოა, რომ 1617 წლის საბუთით ნუგზარ არაგვის ერისთავი გერს და გერისთავს თავის მკვიდრ მამულებად მიიჩნევს, რომლებიც მეფეებს მისი ნების საწინააღმდეგოდ სვეტიცხოვლისთვის შეეწირათ. ამის გამო თვითნებურად დაუკავებია არბო და გენესმანი და მათ სანაცვლოდ სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ქორდი 3 კომლი გლეხით (სეა 1449-1766; ჟორდანია, 1897: გვ. 441-442, კლდიაშვილი (შემდ.), 1993: გვ. 151).

პუბლიკაცია[edit]