1608 წ. 08.05. - ნასყიდობის წიგნი ლუარსაბ მეფისა გიორგი და ქაიხოსრო სააკაძეებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ-გუირგუინოსანმა მეფეთ მეფემან პატრონმა ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა სააკაძესა, ქალაქის ამირათ ამირასა პატრონსა გიორგის, ძმასა შენსა პატრონსა ქეიხოსროს, შვილსა შენსა პატრონსა ავთანდილს და მომავალთა სახლისა შენისათა, ყოველთავე, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ საბარათიანოში ნასოფლარი ყაიშლაღი მისის რუთა და მისის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა, მთითა, ბარითა, წყალითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა. ყოვლის მისის სამჭმოთა თქუენთჳს გვიბოძებია. გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურშიგა.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს. ნურც-რას თქვენ შე[ე]ცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟვ, მარიამობისთვესა , ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა რევიშვილის ქუმსისათა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ


უზის ორი ბეჭედი სპარსული ლეგენდებით: 1. მცირე ზომის, ოთხკუთხა; 2. ოვალური ფორმის, ფიგურული კიდეებით.


გვიანდელი მინაწერები verso-ზე:

1. ყიშლაღისა არის;

2. ჩაიწერა ე.

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟვ (296), მარიამობისთვის ე (5), რაც იძლევა 1608 წლის 5 აგვისტოს.

შენიშვმები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.83
ყაიშლაღი - ელებით დასახლებული ქვემო ქართლის სოფელი. XVII საუკუნიდან ელებით დასახლებულ ტერიტორიებს სამეურნეო-ადმინისტრაციული გამგებლები - მოურავები ენიშნებოდათ. გიორგი სააკაძესაც ეს სოფელი სამოურავოდ ჰქონდა გადაცემული.

პუბლიკაცია[edit]