1593 წ. - ჭიაურის ულუფის წიგნი ალექსანდრე II-ისა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Hd-2092

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 67


ქ. ჭიაურთ მოურავის გოშფარისაგან ერთობილნი ჭიაურელნი ბევრსა რასმე ძალსა და უსამართლოსა ჩიოდეს, უფრო ულუფის საქმეზედან, და ჩუენ, მეფემა ხელმწიფემან პატრონმა ალექსანდრე ასრე გაუჩინეთ, რომე:

ასმა კუამლმან შემძლემ მოურავს ერჩიოს, შინ ჩაიყენოს, და ერჩიოს, მთელი ულუფა მისცეს; ამას ქუედამა ასმან კუამლმან კაცმან ექუს-ექუსი შაური მისცეს და ასმან კაცმან კიდევ სამ-სამი შაური მისცეს; და სხუამ ამას გარეთ რაცა კაცი გარდარჩეს, ბეზმისქინი კაცი იქნების, ამას ჩამოეხსნას, არა ზედა-აცს.

ამას გარეთ დაგუიდგამს ბაკანი ორლიტრიანი მთელის ულუფისათუის. შემძლე კაცი გავაზურს ჩუენს დიდს სპილენძის თუნგს სამსა მისცემდენ, სამი ერთი ცალი იქნების. ვისცა ტკბილი არ მოუვიდეს, მის სამუქფოს ნუღარასა სთხოვს, ღმრთის ბრძანება არის და არა ზედა-აცს.

მანჯანიკისა ასრე გაგუიჩენია, რომე , თუ სხუის თემის კაცი მოვიდეს და ჭიაურელს კაცისასა დაჯდეს, მისგან ერთი ჩარექი აბრეშუმი მოურავსა ერგების; და ჭიაურელი კაცი რომელ ჭიაურშიგან დაჯდეს და მანჯანიკი ახუივოს, იმასა ქურჩულუღი არა ზედან-აცს.

აგრევე სამოურაო აიღებოდეს: მეულუფემ მთელისა ულუფისა და ექვსშაურიანისა ერთი შაური აიღოს და სამშაურიანსა ნურასა სთხოვს.

საყდრის ყმაზედან ლაშქარ-ნადირობისაგან კიდე ხელს ნურას დაიდებს სხუას საქმეზედან, და ნურცა მანჯანიკის ყორჩულუღსა ნუ აიღებს.

ყმიანის კაცისას რომე მემანჯანიკე იჯდეს, ყორჩულუღის აბრეშუმი ამას ზედან არა აცს, და ნურცა მისასა მჯდომს მემანჯანიკესა სთხოვს, და ნურცა მისის ყმასასა.

და ქათამი, ასის დიდის ულუფის გამამღები კაცი რომელიცა არის, კუამლად, როდესცა ულუფა აიღოს, ოროლი ქათამი მისცეს; და მსახურს არცა ამას წინათ გამორთმია ქათამი და ნურცა აწცა სთხოვს.

და ქარავანს, რომელსაც ეკიდოს ულაყს, ულაყისთავს ერთის შაურის მეტს და ნუ სთხოვს.

და ჭიაურთათ რვა კაცი მსახურათ გუიახლებია, ოთხი მსახური და ოთხი მოყალნე.

ქორონიკონს სპა (1593).

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]