1583 წ. 05.24. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ასლამაზ არეშიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი.

ქ. ჩვენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან სვიმეონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა ყმათა არეშიშვილთ: ასლამაზს, ვახუშტს, გარსევანს, იოსაფათს, ელისბარს, ასლანას და ერთობილთ არეშიანთა.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდექით კარსა და მამულისა წყალობას გვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გიბოძეთ ხრამის ხეობაში სოფელი ვარხოვნა მისისა ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სასარითა, სახნავითა და უხნავითა, და ყოვლისა სამართლიანის მისის სამზღურითა, მთითა ვიდრე ბარამდი. სამართლიანი თავ-თავისი წილი სოფელი ვარხოვნა, თქვენ, ერთობილათ არეშიანთათვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ ერთობილნო ხრამის ხეობის ტარუღანო, მელიქნო და სხვანო მოსაქმენნო, კარისა ჩუენისაგან წარვლენილნო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ და ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე, სოფელი ვარხოვნა, თავ-თავისი წილი ერთობილთ არეშიანთათვინ გვიბოძებია. თქვენცა დაანებეთ, ნურას შეუშლით და ნურცარას შეეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქორონიკონსა სოა, მაისს კდ, ხელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა რევიშვილის ზილყიყარისათა.

  • სვიმონის ხელრთვა

სპარსული ტექსტი.

აბულ-მანსურ სულტან მაჰმუდ ხან მირზა ჩემი სიტყვა.

ამჟამად არეშის შვილთა, განსაკუთრებით ვახუშტის, გარსევანის, ასლამაზის, შაჰ-ყულის,იოსაფათის, ელიზბარის და ასლანის შეწყალებისა და შეწყნარების გამო, ჩვენ ვუწყალობეთ და ვუბოძეთ მათ თიულად ძველი განაწესით, ცხვრის წლის დასაწყისიდან, საბარათიანოს დამოკიდებული სოფელ ვარხოვნას მალუჯათი.

ხსენებული სოფლის ქეთხუდამ და გლეხებმა აღნიშნული პირები უნდა იცნონ თავის თიულდარად, თავისი მალი და სახელმწიფო გადასახადები მათ მისცენ, არაფერი არ დააკლონ და არ შეუმცირონ და ყოველი სასამართლოს საქმე, რომელიც მათ შორის მოხდება, მათ გადასცენ, რათა სინამდვილის საფუძველზე გამოიძიონ, და ვიდრე ეს ნიშანი არ შეიმკობა მაღალი ბეჭდით - არ ერწმუნონ მას და ყოველ წელიწადს ახალ ბრძანებულებას და ნიშანს ნუ მოითხოვენ.

დაიწერა ... თვის 15. 991 წ.

საბუთის დათარიღება და შენიშვნა[edit]

ქორონიკონი სოა (271), ანუ 1583 წლის 24 მაისი. ჰიჯრის 991 წლის 15 ჯუმადა 1583 წლის 5 ივნისი.

პუბლიკაცია[edit]