1581 წ. 03.16. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა იოვანე სოლაღასშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

ჩვენ, ღმრთივ-გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან სვიმონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულსა ყმათა, სოლაღაშვილის ყაფარის შვილთა იოვანეს, მერაბს და დავითს.

მას ჟამსა, ოდეს წყალობა გიყავით და გიბოძეთ სამართლიანი თქვენი წილი მამული ქალაქისპირთა და ვერეს ხევში - ტაბახმელას კუამლი სამი, ოხერი სამი, გუდელისს კუამლი ორი, ოხერი ორი, ტაგნაგეთს კომლი ერთი, ოხერი ერთი, სოფელი დრე და სოფელი შავნი, სოფელი მამისდაბა - თქვენთვის მოგვიცემია, სამართლიანის მათის სამძღვრითა, მთით ვიდრე ბარამდისინ, თქვენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ ქალაქის პირის ტარუღავ და ვერის ხევის ტარუღავ, მელიქო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ, მერმე, სამართლიანი მათი წილი ამ სოფლებში ყაფარაშვილებისათვის გვიბოძებია. და ის ჩვენგან ნაწყალობევი ფარვანა თქვენცა ასრე გაუთავეთ, რაგვარადცა ამ ფარვანაში ეწეროს და ნურას ეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სჲთ, თექვსმეტს მარტსა.

  • სვიმონის ხელრთვა
სპარსული ტექსტი


ამჟამად ამირათა ბურჯების ყაფარ სოლაღაშვილის შვილების: ივანეს, მერაბის და დავითის მიმართ ყურადღების მიპყრობის გამო, ჩვენ გავუჩინეთ და ვუწყალობეთ თიულად მათი სამკვიდრო წილი ქვემოთ დაწვრილებით ჩამოთვლილ ადგილებში, რომელნიც თბილისსა და ვერის ხევს არიან დამოკიდებულნი:

თბილისს დამოკიდებული - სოფელი დრე, მთელი წილი; სოფელი შავნი - მთელი წილი; ტაგნაგეთი - შენი კომლი ერთი და ხარაბა ერთი.

ვერის ხევს დამოკიდებული - გუდელისი, და მასში ივანეს კომლი და ორი ხარაბა, სოფელი ტაბახმელა - სამი შენი კომლი და სამი ხარაბა.

ხსენებული ადგილების გლეხებმა, შეუძლებლებმა და ღარიბებმა თავის თიულდარად უნდა იცნონ აღნიშნული პირები და მალუჯათი და სახელმწიფო გადასახადები წლიდან წლამდე უკლებლივ მათ უნდა გადასცენ. მოხსენებული თიულდარების მოვალეობა ის არის, რომ მოითხოვონ ის, რასაც მაღალი დივანის დადგენილების თანახმად მოითხოვდნენ წინანდელი თიულდარები და ზედმეტი გადასახადებით არ შეაწუხონ და არ შეავიწროონ ხსენებული სოფლის გლეხები. დიდებულმა მუსტოუფებმა შეიტანონ ეს ბრძანება დავთარში. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ, წინააღმდეგობა არ გასწიონ და თავის მოვალეობად აღიარონ მისი შესრულება.

დაიწერა საქმის კეთილად და გამარჯვებით დამთავრების თვესა საფარსა 989 წ.

საბუთის დათარიღება და შენიშვნა[edit]

ქორონიკონი სჲთ (269), ანუ 1581 წლის 16 მარტი. ჰიჯრის 989 წლის საფარი 1581 წლის 16 მარტი - 13 აპრილი.
ვ. ფუთურიძის შენიშვნა: სპარსულ ტექსტის ბოლოს დასმულია ბეჭედი, რომელსაც გადამწერი შეცდომით თვლის მანსურ-ხანის ბეჭდად.

პუბლიკაცია[edit]