1573 წ. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა გედეონ ელიოზისძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 61

საბუთის ტექსტი: 2019 წლის გამოცემის მიხედვით


ქ. სახელითა არსება-დაუბადებელისა ღმრთისა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა; მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისითა და ყოველთა წმიდათა ღმრთისათა, ზეცისა და ქუეყანისათა, ხორციელთა და უხორცოთასა.

მინდობითა და შუამდგომელობითა, ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმონ და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთ-დედოფალმან, პატრონმან ნესტანდარეჯან, და ძეთა ჩუენთა: პატრონმან გიორგი, პატრონმან ლუარსაბ, პატრონმან ალექსანდრე და ძმათა ჩუენთა: პატრონმან ვახტანგ და პატრონმან ალექსანდრე, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი გიბოძეთ, თქუენ, ჩუენთა ერდგულად ნამსახურს ელიოზიძესა გულბადის შვილსა გედეონს, მას ჟამსა, როდეს თქუენის კერძის მამულის წიგნსა გვეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და, რაცა მამული გრგებოდა, მოწმენი გყუანდეს კათალიკოზი დომენტი, სახლისუხუცესი ზაზაი, როსაბ ბარათაშვილი და იესე მიწობლიძეა, შეგიწყალეთ და გიბოძეთ იმისი წიგნი და ნიშანი.

გრგებოდა საუფროსოდ და წილად: ჟირიული მამული, რასაცა დღეს მქონებელი არის, იმითურთ; პატატუნაური მამული, რასაცა დღეს მქონებელი არის, იმითურთ; ბაბუცაშვილი მისით მამულითა; ქრისტესაი და ბაიაი მათით მამულითა; მირანას ნახევარი მამული; კუნელური ნადირა და შალუტა მათით მამულითა; ღორიწველაშვილი მისით მამულითა, მიქელაური მამული.

და სხვა, რაცა სასახლო მამული იყო, ანუ სასახლეები, ანუ მთა, ანუ ბარი, ანუ ზვრები, ანუ ხოდაბუნები, ანუ საწყლისპირო, ანუ სახმარი და ანუ უხმარი, რაც ყოფილა, როდესაცა თქუენ და ელიოზ გაყრილხართ, ამისი ნახევარი თქუენ, გულბაათს და შენსა შვილსა გედევანს გრგებოდა, და ბაღნიაურის მამულის ნახევარი.

და ამისი წიგნი და სიგელი გუიბოძებია. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან თქუენ, ელიოზისძესა, ჯვარისმტვირთველს გედევანს, ჩუენსა და სვეტის ცხოვლის სამსახურსა და ერდგულობასა შინა.

და თუ ვისმე სხვასა წიგნი და ნიშანი ჰქონდეს, ყოველივე სიგლით ამით გაგვიცუდებია.

დაიწერა ბძანება ესე ხელითა ფრიად ცოდვილისა ხერხეულისძისა ნიკოლოზისითა, ქორონიკონსა სნია.


საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სნია ანუ 1573 წელი. საბუთი გაცემულია სვიმონ მეფის სახელით, მაგრამ მისი ირანში ტყვეობის დროს. ამიტომ საბუთს ხელს ურთავენ: დედოფალი ნესტანდარეჯანი, სვიმონის ძე ბატონიშვილი გიორგი და სვიმონის ძმა ბატონიშვილი ვახტანგი.

შენიშვნები[edit]

2019 წლის გამოცემაში ხელრთვები ასე იკითხება: სვიმონ, ნესტანდარეჯან, ლუარსაბ, ვახტანგ, ალექსანდრე.

პუბლიკაცია[edit]