1562 წ. - მცხეთის სასარდლოს განწესების წიგნი ალექსანდრე მეფისა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 58


ქ. ჩვენ. ხელმწიფემ მეფემ ალექსანდრემ ესე წიგნი მოგუართუით თქუენ, ჩუენს სასოებას და სიქადულს სვეტს ცხოველსა და კვართსა საუფლოსა და მირინსა წმიდასა და სულისა ჩუენისა მეოხსა კათალიკოზს ბასილს, ასე და ამა პირსა ზედა, რომე: რაც თქუენი ყმა იყოს ქართლსა, კახეთსა, საათაბაგოს, სომხითს თუ საბარათიანოს, თრიალეთზედა, თუ იმერეთს, ლაშქარსა და ნადირობას თქუენი ყმა თქუენ ნუ გაგეყრების, თქუენ ბრძანდებოდეთ, თქუენ გაახლოსთ; და თუ თქუენ არ ბრძანდებოდეთ, თქუენი სარდალი და დარბაისელნი იყუნენ, მათ იახლნენ; სხვასს სარდლებსა და ამირ-სპასალარს ხელი ნუ აქუს თქუენს ყმასთან.

ნურცა-ვინ გაგყრის თქუენს აზნაურიშვილსა და გლეხსა, ყუალა ჩვენს დროშაზედ უნდა იქნებოდენ, ქორონიკონს [ს]მი [1562].

მეფე ალექსანდრე ვამტკიცებ.

გვიანდელი დამტკიცებები[edit]

  • ქ. ჩვენ, საქართველოს და კახეთის დედოფალთ-დედოფალი, დადიანის ასული, პატრონი დარეჯან, ვამტკიცებთ სიგელსა ამას აპრილის კა, ქორონოკონს უნჱ [1770].
  • ქ. ჩვენ, ბატონისშვილი ლეონ ბატონის მამის ჩვენის დამტკიცების თანა მოწამე ვართ, აპრილის კბ, ქორონიკონს უნჱ [1770].

გვიანდელი სათაური[edit]

ქ. მეფის ალექსანდრეს სარდლობის წიგნი და ახლა დამტკიცებული მეფის ირაკლისაგან.

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]

თედო ჟორდანიამ საბუთი დაათარიღა 1362 წლით მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გაურკვეველი დარჩა, თუ ვინ იყვნენ საბუთში მოხსენიებული ალექსანდრე მეფე და ბასილ კათალიკოსი.

ექვთიმე თაყაიშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ქორონიკონი შეცდომითაა მითითებული და სიგელი ეკუთვნის ალექსანდრე დიდს; ანდა სიგელის განცემი შეიძლება ყოფილიყო ბაგრატ I იმერთ მეფის ძე ალექსანდრე.

ივანე ჯავახიშვილმა საბუთის ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა, რადგან საბუთი თითქოს ალექსანდრე დიდის მიერ უნდა იყოს გაცემული, მაგრამ მისი სიგელები სხვანაირად იწერებოდა.

აკაკი კლიმიაშვილმა საბუთში საბარათიანოს მოხსენიების გამო, სიგელი კახეთის მეფეებს ალექსანდრე I (1476-1511), ან ალექსანდრე II (1574-1605) მიაკუთვნა.

ჯუმბერ ოდიშელმა ხელრთვის ამალიზის შედეგად საბუთი ცალსახად ალექსანდრე II კახთ მეფეს მიაკუთვნა და მისი გაცემის თარიღად 1562 წელი მიიჩნია.

ისიდორე დოლიძემ და შემდეგ "პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც" გაიზიარეს ჯუმბერ ოდიშელის მოსაზრება და საბუთი ალექსანდრე II კახთ მეფეს მიაკუთვნეს და თარიღადაც 1562 წელი მიიჩნიეს კითხვის ნიშნით.

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]