1556 წ. 04.06. - ლუარსაბ მეფის განაჩენი ამბროსი მიქაძისა და ქაბულ თორელის სარგოს შესახებ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები







საბუთის დაცულობა[edit]

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი IV - N 6


ესე განაჩენი განუახლეთ ჩვენ მეფედ მეფემან ლუარსაბ ამას ზედა, რომელ ჯვარისმტვირთველნი კარისა ჩვენისა შეისარჩლნენ: მიქაძე ამბროსი და თორელი ქაბულ.

თორელმა იჩივლა: ბოლნისთა სახასადრო და მემალობის სარგო საერთო არისო. ამაზედ მიქაძემ ძუელთა მეფეთა სიგელნი წარმოადგინა, რომელ საკუთარი მისი იყო. აგრევე დიდმა მნათობმა კათალიკოსმა ზებედემ უწამა გუჯართა განრჩევით და გამოძიებით.

ამისთვის ჩვენცა ესრეთ დაუმტკიცეთ: ყოველი საჯვარისმტვითველო სარგო საერთოდ ედვასთ. და ბოლნისთა ათეული საკუთრად მიქაძე ამბროსისათვის დაგვიც. რადგან ძველადვე ესრედ განწესებულა, ჩვენცა აგრევე დაგვიმტკიცებია და ეგრედმცა ჰგიან უცვალებელად ყოველთა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან.

დამტკიცდა აპრილის , ქორონიკონს სმვ."

საბუთის დათარიღება[edit]

მზია სურგულაძე

ქორონიკონი სმვ აპრილის , ანუ 1658 წლის 6 აპრილი. ეს თარიღი, მართალია, ეთანხმება ვახუშტის ქრონოლოგიურ ცნობას ლუარსაბ მეფის გარდაცვალების შესახებ 1558 წელს, მაგრამ ეჭინააღმდეგება სხვა არა ერთი საბუთის მოწმობას 1556 წლის სასარგებლოდ. საბუთში იხსენიება კათალიკოსი ზებედე, რომელიც აგრეთვე 1556 წელს შეცვალა კათალიკოსმა დომენტი I-მა. ამიტომ "კორპუსში" საბუთის თარიღად მითითებულია 1556 წელი, რამდენადაც იგია ლუარსაბ მეფისა და კათალიკოს ზებედეს მეფობის ზედა ზღვარი.

პუბლიკაცია[edit]