1544 წ. 08.09 - შეწირულების წიგნი ბაგრატ მეფისა ნიკორწმიდას

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთის დედანი დაცულია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში შიფრით P-22

დოკუმენტის ძველი დასახელებაა ნიკორწმინდის სიგელი N 34 - დიდი გრაგნილი ტყავისა ხუცურად დაწერილი.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 57


ჩვენ, ნებითა ღთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა და შანშე და შარვანშა მეფეთ მეფემან და ყოველთა მეფეთა შორის ქვეყანისათა ახოვანადა სახელგანთქმულმან და კიდით კიდემდე სოფლისა მძლედ და უძლეველადა ქადაგებისადა ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩვენმან, დედოფალთ დედოფალმან ელენე ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და ხელვჰყავით აღშენებადა დაკნინებულისა მონასტრისა ნიკოლწმიდისა და შევქმენ საყდრადა და საეპისკოპოზოდა და დავადგინე წმიდა და ღმერთ შემოსილი ანგელოზთა მობაძავი მღდელთ მთავარ ეპისკოპოზი წმიდა და მეუფე მანოელ.

და შემოგწირეთ, რათამცა ღირსი და სამართალი მსახურება ვჰყავთ აურაცხელისა წყალობისა თქვენისა ჩემდამო და შემოგწირეთ წმიდაი მღდელთ მოძრვარო ნიკოლოზ, შემოგწირეთ და მოგახსენეთ სულისა ჩვენისა საოხადა და ბრალთა ჩვენთა აღსახოცელად და მეფობისა ჩვენისა წარსამართებლადა და შემოგწირეთ რომელსა ზედან შენებულ არს საყდარი შენი და შევამკვე ყოვლითა სამკაულითა საეკლესიოთა დავუნჯენ მას შინა და შევსწირენ დაბანი და სოფელნი:

ნიკოლწმიდას - მჭედლიძენი კვამლი სამი, თაჯაძე კვამლი ერთი, მურუზიძე კვამლი ერთი, გეგეშიძე კვამლი ერთი და პარტახტი სამი, საკუთარეულზედან მჭედლიძე კვამლი ერთი; უყეშს - დონაძენი კვამლი სამი, პარტახტი დონაძისეული სამი, გურაბანიძე კვამლი ერთი, კიკვიძე კვამლი ერთი, თომაძე კვამლი ერთი; თლუღს - ხელმოკლიძე კვამლი ოთხი, კაცითაძე კვამლი სამი, კაბილაძე კვამლი ორი, თლუღს პარტახტი ერთი; ზემო თლუღს - კობახიძე კვამლი ერთი; ხოტევს - კობახიძე კვამლი ოთხი, იწას - ჭონაძე კვამლი ორი, სტაჯაძე კვამლი ორი, ხოტევს - კობახიძისა პარტახტი ერთი; ღვარდიას - მოწონელიძე კვამლი ოთხი, ვაწაძე კვამლი ერთი; ბაჯს - მეგრელი ერთი, ნობერიძე კვამლი ერთი, ჭუხულაშვილი კვამლი ერთი, ზაზიაშვილი კვამლი ორი, ჟაღმაძე კვამლი ერთი, კენჭაძე კვამლი ერთი, მღრიანი კვამლი ერთი; ღადისს - ხიხაძე კვამლი ერთი, მღდელაძე კვამლი ორი, ქარზანიშვილი კვამლი ერთი, ფოფხაძე კვამლი სამი, ფარჯანაძე კვამლი ორი; შვარას - დვალაძე კვამლი ერთი; მეტეხარას - ფარჯანაძე კვამლი ერთი; ზნაკვს - კიკაულიანი კვამლი ერთი, გვენცაძე კვამლი ერთი, ივანტბელაძე კვამლი ერთი; ხონჭიორს - ბუაძე კვამლი ერთი, ფოფხაძე კვამლი ოთხი, გვენცაძე კვამლი ორი, ბაჯს - პარტახტი ორი.

ესე სოფელი და დაბანი ასრე ჩემი ნასამართლი შემიწირავს, რომე არას კაცის ძალადა წანაღები არ არის. გარაყანიძე უშვილო იყო და მე მიანდერძა მისი მამული და მე შემოვსწირე და მისთვის არავინ რას მემართლების და ესე გარაყანიძე შორს განაყოფი არის და არცარა ამასთანა საქმე აქვს და რაცა წულიკიძისა ეული სოფლები არის ყველასათვის სანაცლო მამული მიმიცემია და მისთვის არავინ რას მემართლების, ამისთვის რომე სხვით მამულითა შემიჯერებია. არას წულუკიძის ნათესავსა კაცსა რაცა შემიწირავს, იმასთანა საქმე არა აქვს რა.

აწ იმის გარეთ გაუჩინეთ პატივი და საჯდომი ვითა პატრიაქთა და მეფეთაგან განაჩენსა ძეგლთა შინა წერილ არს. გაუჩინეთ სამწყსონი და საკურთხნი თოთენდაურს მთას აქადა, ოკრიბას მთას აქადა, ნაკალოებსა აქადა, მუხურის მთას აქადა, კვეშლევას ერწოს საჯვარეს აქადა, მთა დვალეთისა, ღები, გლოლა, ყისონ გამომდინარე რიონი და სულადა რაჭა ასვისწყალსა გამოღმა... რაცა ამა სოფელსა და დაბასა გამოსავალი და ბეგარა გამოვიდოდეს, ესენი სრულად წმიდასა მღდელმთავარ ეპისკოპოზსა ნიკოლწმიდელსა მიებარებოდეს და არას კაცის ხელი არა მიხვდებოდეს...

ვინცა... მშლელადა და მქცეველად გამოჩნდეს, ანუ სხვათა ადგილთა პატრიაქნი ანუ აფხაზეთისა პატრიაქი, ანუ ქართლისა პატრიარქი, ანუ აფხაზეთის მეფეთ მეფენი, ანუ ერისთავთა ერისთავნი, გინდა ათაბაგნი და სპასალარნი, ანუ დადიანი და გურიელი, ანუ შრვანისა და სომხითისა ერისთავთა ერისთავნი, გინდა ერისთავნი და ანუ რაჭისა ერისთავი, ანუ ციხისთავნი, ანუ ნაცვალნი და ანუ ტანუტერნი, ანუ ამირთამირა, ანუ მებაჟე და ხელისუფალი, ანუ ნატაპეტი და აბრამატი, ანუ კარის პჭე და მანდატური და ანუ კასტარაბი, ანუ მპარავთა მეძიებელნი, ანუ ტყის მცველთა უხუცესნი, ანუ ტყისმცველნი და ანუ რაცა ხელისა მქონებელნი იყვნენ... (კრულ... აფხაზეთის კ~ზ პატრიარქთა მადლითა და ქართლისა კ~ზ პატრიარქთა მადლითა და მათთა მიმდგომთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოზთა და სხვათა ეპისკოპოზთა მადლითა...)

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩვენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა მეოთხესა, ქკს სკიბ (1544), თვესა აგვისტოსა თ~, ხელითა გიორგი აბაშიძისათა.

ბაგრატ


მინაწერი საბუთები[edit]

საბუთს მეორე მხარეზე აქვს მიწერილი რამოდენიმე მომდევნო ხანის შეწირულების სიგელი:

1581 წ. - შეწირულების წიგნი გიორგი მეფისა ნიკორწმიდას[edit]

ქ. ჩუენ ღთვ გვირგვიოსანმან მეფეთ მეფემან პატეონმან გიორგი და ძემან ჩვენმან პირმშომა პატრონმან ლევან... შემოგვწირეთ ნიკლწმიდას წმიდასა ნიკოლოზ ჩუენად სადღეგრძელოდ... და ძეთა ჩუენთა სადღეგრძელოდ და განსამარჯვებლად ზეღვარდიას. ვაწაძე დავითაი და ბევროზი ქუეღვარდიას ნარიმანაული პარტახტი ნანია ბერაძე მიქელაი ბერაძე ბარაულის პარტახტის ნახევარი, ბევროზა ბერაძე, გოგოლი ბერაძე, გიორგაი სააზძე (?), მიხიტას სოხაძის პატრახტი, ბიჭუაი დვალი, ხუვნიფუს ზაქარიას ნასახლევი, ნინაი ბათხაძე, გოჩია ბათხაძე, მიქელაი მარკოზიშვილი, დათვიაი მარკოზიშვილი, გიორგი კენჭაძე, გოგნიაი კენჭაძე, მამუაი გაგოშიძე, ნასხიდაი კენჭაძე, ლომინაი კენჭაძე, მკერვალი კენჭაძე, მახიტაი კენჭაძე, მამუა კენჭაძე, დათინა მურუზიძე, გორგობიანი დემეტრე და გოჩა დავით დაშრიანი, ღვარიას მამუა ბერაძე, ხოტევს ნონია დაჩიბერიძე, გოგიჩა დაჩიბერიძე. ამ კაცების ბევრისგან სდ შემოგვწირავს და მოგუიÂსენებია † მეტახარას ხიზნია ომიაძე, ბეჟანა ომიაძე, გოგნა დაღუნდარიძე, სპანდია დაღუნდარიძე, ნონია დაღუნდარიძე, გიორგი ფოფხაძე, დაღუნდარიძის გიორგის პარტახტი. ამათის ბეგრის ნახევარი და მუშაობა და სამსახური სრულობით საყდრისა ქნან, ამ ბეგრისაგან თორმეტს ლიტრასა სანთელსა ხატსა მოაÃმარებდეს და ერთსა ლიტრსა საკმელსა... (მოკლე წყვეტა) დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ქკსა სოთ. ხვეული: მეფე გიორგი ვამტკიცებ.

1581 წ. ახლოს - შეწირულების წიგნი გიორგი მეფისა ნიკორწმიდას[edit]

ქ ჩუენ ღთით გვირგვინოსანმან მეფეთ მეფემან პატრონმან გიორგი და ძემან ჩვენმან პატრონმან ლეონ... შემოგწირეთ... ნიკორწმინდას ზავსადიშვილის ალაგზედნ გურგენიძე ბეჟან რამინასეულს ალაგზედნ ისევლიძე გოგიჩაი გურგენიძე როსტევან გოზმბაური პარტახტი ზემო თლუღს სვანაშვილი აღნიაი, კობახიძე შალვა, გეგელაშვილისეული პატრახტი. ამათი ბეგრის მესამედი შეოგვიწირავს და მოგვიÂსენებია სხვა მუშაობა და სამსახური ჩვენი იყოს და ვინც გაიყონ, ისიც ასრე შეგვიწირავს. ამას გარეთ შვარს ფანჯიკიძე მიქელ და მისი ძმა დათვიაი ფანჯიკიძე შეხსან ესენიც მათის მართლის (ეს სიტყვს სხვა ხელითაა) ბეგრითა

შეწირულების წიგნი ბაგრატ მეფისა ნიკორწმიდას[edit]

ქ. ჩვენ ღვთისაგან ამაღლებულმან პატრონმან მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალმან ელენე ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი მოვიკითხეთ წმინდის ნიკოლაოზს შეწირულნი სოფელი და ვითარცა პირველ პაპა მამათა ჩვენთაგან განჩინებული და შეწირული ყოფილიყო, ისე ჩვენ დაგიმტკიცედ და განგიახლეთ შენ მღვდელ მათვარ ეფისკოპოზს აბროსეს რცხილათი ბუჯას აქეთ სრულად სამნი გვარნი მოსახლენი გაბისაძენი ჩაფიძენი გამეზარდაშვილნი, რომ ამ სოფელსა და მიწასა და ადგილში არას კაცს ხელი არა ქონდეს რა ვითც უწინვე ყოფილიყო და უდრობით განრყნილიყო აწ ვინც ეს ჩვენგან დაწერიი სცვალოს ჩვენის ცოდვის გვარად და მუქფად განიკითხოს ამინ4

შეწირულების წიგნი გიორგი წულიკიძისა ნიკორწმიდას[edit]

… ჩვენ წულუკიძემ გიორგიმ შემოგწირე მამუკა ფოფხაძე მისით ცოლშვილით... მოწმე.... პეტრე კანდელაკი ხუცია ხუციშვილი †

შეწირულების წიგნი მერაბ წულუკიძისა ნიკორწმიდას[edit]

...ჩვენ წულუკიძეს მერაბს... შემოგვიწირავს შესაწირი მცირე ესე დათუა ფოფხაძე რომ იშვილი და გაზარდა თუდარჩი მეგრელიამისის ცოლითა და შვილითა... †

ხვეულად: მერაბ

შეწირულების წიგნი ოთარ იაშვილისა ნიკორწმიდას[edit]

ქ. ესე წიგნი მოგეც მე ოთარმან იაშვილმან და მეუღლემან ჩემმან წერეთლის ქალმან თვურო და შვილმან ჩვენმან ქაიხოსო შვილმან ჩვენმან და მომავალმან ყოველმანვე თქვენ ნიკოლწმინდელისა მღვდელთ მოძღვარსა ნიკოლოზს და წმიდასა მღვდელთ მოძღვარსა ნიკოლოზს და საყდარსა ტაძა (sic) ჯვარცმისასა ასრედა ამა პირსა ზედან რომე მოგვიხდა ცოდვისა საქმედა დიდად საკანონო ცოლი შეგვირთეთ ჩვენისა განაყოფისა ცოლ ყოფილი და დიდისა შეხვეწითა ბატონისა მეფესა გიორგისათა შევეხწენი (sic) გაღარიბებულნი სხვას გარეთ შევსწირეთ საოხად სულისა ჩვენისა და სახსრად შევსწირედ სამის დღეოთ სხვავას კვირიკესშვილი გლეხი 1 მის ყოვლისფერით... (მოწამე) კაცთაგან მეფე მეფეთ (sic) Ãელმწიფე გიორგი და თანამეცხედრე მათი ასული დადიანისა დედოფალთა დედოფალი თამარ5 ...) ‡††

შეწირულების წიგნი ბეჟან ჯაიანისა ნიკორწმიდას[edit]

ქ. ესე წიგნი მოგეცი მე ჯაიანმან ბეჟან, ჩემნ შვილმნ მამუკამან და ნინიამნ და ასულმნ და ჩვენმან შვილმან და მომავალმან ყოველმან მოგეც ჩემს ვენახში (ამა) უთიძის ნასყიდსა ვენახზე ვენახი (თ) უარის რვის კასრის კოლოტს უმატებ რასმე შენია ამის მეი არ მომიცემია --- ლებ და არას ვიბევრებ (?) მოგვცემია და გიბედნიროს ღმერთმან ამინ. †

საბუთის დათარიღება[edit]

თ. ჟორდანია საბუთს 1534 წლით ათარიღებდა, ყველა სხვა გამოცემაში 1544 წლის 9 აგვისტოა მითითებული, თუმცა გაურკვეველია საბუთში მითითებული ბაგრატის მეფობის მეოთხე ინდიქტიონი

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]