1527 წ. 04.27 - ბაგრატ მეფის წყალობის წიგნი იოსებ ფანჩულიძეს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ღთივ გვირგვინოსანმან იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატიონმან, ნებითა და შეწევნითა ღთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე შარვაშან მეფისათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთამდისა თვითონ მტკიცედ მფლობელ ხელმწიფედ მპყრობელმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან ელენე და საყვარელთა და პირმშოთა ძეთა ჩუენთა გიორგი და თაჰმურაზ

ესე მტკიცი და უკუნისამდისა უქცეველი და უცვალებელი სიგელი გიბოძეთ თქვენ, ჩუენს ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა სეფე ჯვარის მტვირთველსა ფანჩულიძეს იოსებს და თქვენთა შვილთა: იობს დავითს და გიორგისა და შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა

მას ჟამსა ოდეს ძველ ოდესმე მურვან ყრუსგან დაქცეული და აოხრებული მთავარანგელოზისა ეკლესია საფუზუალამდისა დაქცეული აწ მოაქანამდის არვის ხელეყო აღშენებად მისად, ინება განგებამან ღთისამან და ძალმან თავარ ანგელოზისმან, აწ ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და გიბრძანეთ აღშენება წმიდისა მთავარანგელოზისა ეკლესიისა და ვქენით მოკითხული და ძველად გასხიდული ყოფილიყო და მერმე ბაკურაძისაგან თქვენ გეყიდა აღსაშენებლად და ნახევარი გარეშემოთა და ამის გარეთ სხვა მისი გარეშემონი ჩუენ ვიყიდეთ და ჩუენ შემოვსწირეთ მიქელ გაბრიელ მთავარ ანგელოზსა მეფობისა ჩუენისა წასამართებლად და სულისა ჩუენისა საოხად...

...ჩუენ მეფეთ-მეფეთც დაგვიმტკიცებია და თქვენ წმიდანო და ღთისშემოსილო აფხაზეთის ქათალიკოზო მალაქია და ქართლისა ქათალიკოზო ბასილიოს და დიდისა საყდრის მოძღვართ მოძღვარო მანასე და წინამძღვარო მაკარე და თქვენ, ჩუენისა ხელის მქონებელო ერისთავ-ციხისთავო და დიდებულ აზნაურნო და ხელის მქონებელნო, თქვენც ასრე დაუმტკიცეთ.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ივადიკიონსა მეფობას ჩუენის ქ~კას სიე, თვეს აპრილის კზ, ხელითა ჩუენის მდივან მწიგნობარის თავაქარაშვილის ზურაბისათა.

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სიე (215), ანუ 1527 წელი.

პუბლიკაცია[edit]