1472 წ. I.2. - წყალობის წიგნი კოსტანტინე მეფისა იოთამ მაღლანიძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთა მეფემან კოსტანტინე, ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშაჰ, შანშე და აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდინ ხელმწიფემან, ესე შეწყალებისა წიგნი და სიგელი ამისად ნიშნად გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა, ჩუენ თანა შეზრდილ-გაზრდილსა, დღე და ღამე ჩუენისა მორჭმისა და უზეშთაე ამოდ ყოფისა მომჭირნე და მეცადურსა მაღლანიძე იოთამსა.

გიბოძეთ ზერტი სოფელი, მოკითხული ვქენით და უწინცა თქუენი ყოფილიყო. აწ ახლად ჩუენ დაგიმტკიცეთ. გიბედნიეროს ღმერთმან და ჩუენსა ერთგულად სამსახურშიგან მოგახმაროს ზერტი სოფელი მისითა ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, სასარითა და სახნავითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა ერთობლიანითა სამძღურითა.

გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა, ჩუენ თანა შეზრდილ-გაზრდილსა მაღლანიძესა იოთამს, და მამავალთა სახლისა თქუენისათა.

და არავინ დაგეცილოს არა ჟამისა გამოცუალებისათუის და არა ორიანობისათუის, და არა ჩუენსა მორჭმასა და უზეშაე ამოდ ყოფაშიგან არავინ დაგეცილოს. თუ ვინ დაგეცილოს, პირისა და პასუხისა გამცემნი ჩუენ ვიყუნეთ.

დაიწერა ესე სიგელი ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისა მეერთესათა, ქრონიკონსა რნი, თუესა იანვარსა , ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობარსა ნურბულისა ანდრონიკესათა


[დამტკიცება]:

[მინაწერები]:

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რნი (160) - 1472 წ. იანვრის ბ (2).

პუბლიკაცია[edit]