1467 წ. - წყალობის სიგელი კოსტანტინე მეფისა ზაზა ფანასკერტელისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, ღმრთისაგან შეწყალებულმან და პატივცემულმან, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანმან პატრონმან კოსტანტინე, ესე სიმტკიცე და სიგელი დაგიწერეთ და მოგეცით და მოგახსენეთ თქუენ, ჩუენისა ამოდ ყოფისა მეცადე-მომჭირნესა და სახლისა ჩუენისა თავადსა ფანასკერტელსა ზაზას და თქუენთა შვილთა: ქაიხოსროს, გიორგის, სიაოშს, მერაბს და ზაქარიას.

მას ჟამსა, ოდეს ჩუენისა სიყუარულისათუის შავშეთს თქუენი მკუიდრი მამული დასთმეთ და ჩუენად საერთგულოდ მოხუედით, და ჩუენ მოგუახსენეთ ხუედურეთს ორბოძლელისეული მამული, რომელი ხოსაშვილსა ბაღათარს ჰქონდა: სასახლე, ჭურ-მარანი და ზუარი მეზურითა; გლეხნი: ბარამაშვილი, ჯაბიაშვილი, შუღლასძე, შატრისძე ესტატა[1], კოხარტული, ვათაზური, ჭილა ახუსებაძე[2], ლაფაური მამული, ვირშელაური, მახარაული და ტეტაური; ბოგანო ხაბელაშვილი და ამბოკონაშვილი; კეხისჯუარს: მეთევზიშვილი, მათეშვილი ბოლღია, სარგისაშვილი და ხაბიაშვილი მათითა მამულითა და გამოსავლითა. ორბოძლელისეული მამული მაშინაცა თქუენ გმართებდა ამად, რომე ორბოძლელსა პაპისა თქუენისათუის ეღალატა და მისი მამული ნასისხლად მოეცა და განაღამცა თქუენ გქონდა სამკუიდროდ.

ამას გარეთ, მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ სრულად და უკლებლად მამული ქუახურელი, უფლისციხე და კარალეთი მისითა ეკლესიითა, სასახლითა, ჭურ-მარნითა, გლეხებითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა' სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა, ბარითა, შესავალ-გამოსავლითა და მისითა მიმდგომითა და სამართლიანითა საძებრითა და უძებრითა, ყუელათა, მკუიდრად და სამამულოდ, საბოლოოდ და უცილებელ-უსარჩლელად ყოვლისა ადამის ნათესავთაგან, ვითა თქუენისა მკუიდრისა მამულისა სანაცულოსა და ჩუენგან თქუენთვის სამკუიდროდ ბოძებულსა მამულსა მართებს, აგრე. ვერავინ დაგეცილოს და, თუ ვინ დაგეცილოს, მისი პირი და პასუხის გამცემნი ჩუენ ვართ.

და გქონდეს თქუენ, ჩუენთა ერთგულსა თავადსა ფანასკერტელსა ზაზას და თქუენთა შვილთა: ქაიხოსროს, გიორგის, სიაოშს, მერაბს და ზაქარიას, შვილისშვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთა: ხუედურეთს ორბოძლელისეული თქუენი ნასისხლი მამული, რაცა ხოსაშვილსა ბაღათარს ანუ ხუედურეთს ჰქონდა და ანუ კეხისჯუარს, და ამა სიგელშიგა გიწერია, სრულად და უკლებად. ამას გარეთ მამული ქუახურელი, უფლისციხე და კარალეთი სრულად და უკლებად, რაგუარაცა თქუენსა მკუიდრსა მამულსა მართებს, აგრე. ხელგეწიფების გასყიდვად, გაზითვებად, შეწირვად, თანა-შეტანად და რაცა ფერად გინდა.

არავინ გუიბრძანებია ამისი მცილე და მოსარჩლე, არცა მეუნებელ-მავნებელი და დამკლებელი. კიდეცა გუითარხნებია ყოვლისა სათხოვრისა და გამოსაღებისაგან ასრე, რომე საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა ეთხოებოდეს, არა დიდი და არა ცოტა. და ჩუენი მოასილი ამა თქუენთა მამულთა შიგა ვერსად შევიდეს, და ვერცა-ვინ რა საქმე დაიგდოს. ესე ყოველივე ჩუენგან ასრე გაგითავდეს და არას ჟამისა გამოცულილობისათუის არ მოგეშალოს.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან.

დაიწერა მტკიცე ნიშანი ესე ჩუენი ქრონიკონსა რნე, ხელითა მდივან-მწიგნობრისა თუმანიშვილისა, უღირსისა საბრალოს ზაქარიასითა.

დიდი ულუფა სრულად და საბოლოოდ ამოგუიკუეთია ასრე, რომე არაოდის და არას ჟამშიგა დიდი ულუფა არ გეთხოვოს.


მე, მეფე კოსტანტინე ვამტკიცებ.


  1. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში ცალ-ცალკეა მოხსენიებული ესტატა (ტ. II - გვ.157) და შატრისძე (ტ.V - გვ.140)
  2. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში ცალ-ცალკეა მოხსენიებული ჭილა (ტ. V - გვ.342) და ახუსებაძე (ტ.I - გვ.205)

საბუთის დათარიღება[edit]

თარიღი: ქორონიკონი რნე ანუ 1467 წ.

პუბლიკაცია[edit]