1125 წ. შემდგომ - "ანდერძი დავით მეფისა"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია

გვაქვს:

  1. I პირი - ზსიემ 23361/ხწ-3 - ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხელნაწერი N 3, გვ.210; კრებული, შედგენილი და გადაწერილი ოსე გაბაშვილის მიერ 1822-1825 წლებში, ბელგოროდში მისი გადასახლების დროს. ნუსხური, დაწერილი შავი მელნით, სათაური და მთავრული საზედაო ასოები - სინგურით, ორ სვეტად;
  2. II პირი - A-592 - კრებული გადაწერილი XIX საუკუნის I ნახევარში იოელ მესხიშვილის მიერ.
  3. III პირი - H-1196 - გადაწერილი 1818 წ.
  4. IV პირი - H-2854 - გადაწერილი 1859 წ. 16 მარტს.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 8


ანდერძი დიდისა მეფეთ-მეფისა დავით აღმაშენებელისა პანკრატიონ დავითიანისა, რომელი წარმოუთხრა მოძღუარსა თვისსა არსენის ჟამსა გარდაცუალებისა თვისისასა ყოველთათვის დიდებულთა თვისთა

გიბრძანებს და მოგახსენებს მეფეთა-მეფე დავით, დღეთა შინა სიკუდილისა და სოფლით განსლვისა მისისათა, ჩემ მიერ უნდოისა და უღირსისა მლოცუელისა მათისა ბერისა პირითა, თქუენ, ყოველთა დიდებულთა და წარჩინებულთა სამეფოისა მისისათა კათალიკოზთა, ეპისკოპოსთა, ერისთავთა და ყოველთა შეწყალებულთა;

უკუდავი და დიდებისა მოყუარე და მეფობისა ტრფიალი მედუა ბუნებაი. და არა მიოდეს მოვიხსენებდი დღესა ამას სამარადისოდ საფლავად მისლუისა ჩემისასა. და ვერ უძლე დატევებად საწუთოისა, ვიდრე არა დამიტევა მე საწუთომან და, დამძიმებული ცოდუათა სიმრავლითა, მწუხარედ განმიყუანა წინაშე მსაჯულისა, რამეთუ მრავალნი წყალობანი ჰყუნა ჩემ-ზედა სოფელსა ამას შინა:

რამეთუ მომცა პირუელ შვილი ესე ჩემი დიმიტრი, სიბრძნითა, სიწმინდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა. და ნამდუილ ესევითარი ჯერ-იყო მეფე, მოცემული ღმრთისა მიერ მკუიდრთათუის სოფლისათა მართლმორწმუნეთა.

მე წარვედ წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა.

რამეთუ მხიარულ-ჰყოფდის ყრმაი ესე ყოვლადვე დაფარულთა გულისა ჩემისათა და მენებაცა მოცლა საწუთოისაგან მეფე-ყოფითა მაგისითა, რომელი-ესე ღმერთმან და მე და ორის წლითგან მოძღუარმან ჩემმან ვუწყით. გარნა მძლო საწუთომან და წაღმართ ქადებულნი ჟამნი მიმტყუნავე და მომაგო ჩემნი და მამისა ჩემისა ჭირნი, რომელთა მიმიქცევიან ამისგან პირნი და თუალნიცა.

გარნა განბჭო მართლად მსაჯულმან ღმრთისამან და, ესე - რა, მიწოდა მე, და უწოდა მაგას მეფობაი, მამული და ახლად მოგებული ღუაწლითა ჩემითა და თქუენითა, ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე. და მივანდუენ შვილნი და დედოფალიცა, შუამდგომელობითა ღმრთისაითა, რაითა ძმაი მისი გაზარდოს და, თუ ინებოს ღმერთმან და ვარგ იყოს ცუატა, შემდგომად მისსა მეფე-ჰყოს მამულთა ზედა და დათა მისთა პატივ სცეს, ვითარ შვილთა ჩემთა საყუარელთა.

ამას ყოველსა თანა წარუძღუანე წმიდა ძელი ცხოვრებისა და მივეც დროშა ჩემი სვიანი, აბჯარნი ჩემნი სამეფონი და საჭურჭლენი ჩემნი ზემონი და ქუემონი.

ხოლო დრაჰკანნი კონსტანტი ცუატა და ჩემნი ლალნი და თუალმარგალიტნი ხახულისა ღმრთისმშობლისადა შემიწირავს, ხოლო დუკატი და ბოტინატი, ატენისა საჭურჭლისა, იგიცა ჩემითა სისხლითა მოგებული, თუ ელეოდეს მეფე დიმიტრი, ყოველი მოსცეს მოძღუარსა ჩემსა, თუ არა - ნახევარისათუის წინაშე ღმრთისა ვესაჯები, რაითა რომელნი მონასტერნი მამულისა ჩემისანი განმიმწარებიან,მოძღუარმან ჩემმან უკუნ-ცემითა მათითა ალოცნეს ჩემთუის.

ხოლო დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძუალე შუილთა ჩემთა უსრულად და წარმყუა მისთუისცა ტკივილი სამარადისო. აწ შუილმან ჩემმან, მეფემან დიმიტრი, სრულ-ჰყოს ყოვლითურთ საუკუნოდ სალოცავად ჩემთუის და მისთუის და მომავალთა ჩემთათუის. რომელნი მიმიცემიან, მისგან ნუ-რას მოაკლებს და ადგილნი, რომელნი მიშოვებიან უმკუიდრონი და უმამულონი მათგანიცა, ვითარცა ბერმან არსენი და კათალიკოზმან გამოარჩიოს, მეფემან დიმიტრი მიცემითა წერილთა და სიგელთა განასრულონ ყოვლითურთ უნაკლულოდ.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია[edit]

ლიტერატურა[edit]