საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
ავტორი: გაეროს საერთაშორისო სამართლის დოკუმენტი


პრეამბულა[edit]

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები,

ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების, მათი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება არის თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძელი;

აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობენ ადამიანისათვის დამახასიათებელი ღირსებიდან,

აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, თავისუფალი, შიშისა და გაჭირვებისაგან თავისუფალი ადამიანის პიროვნების იდეალს განხორციელება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ შეიქმნა ისეთი პირობები, როცა თითოეული შეძლებს ისარგებლოს თავის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით, ისევე როგორც თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით,

ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით სახელმწიფოები ვალდებული არიან წაახალისონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემა და დაცვა,

ითვალისწინებენ, რომ თითოეული ცალკეული ადამიანი, აქვს რა ვალდებულებანი სხვა ადამიანებისა და იმ კოლექტივის მიმართ, რომელსაც ეკუთვნის, უნდა იღწვოდეს ამ პაქტით აღიარებული უფლებათა წახალისებისა და დაცვისათვის,

შეთანხმდნენ შემდეგი მუხლებს გამო:

ნაწილი I[edit]

მუხლი I[edit]

  1. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად აწესებენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიან ეკონომიურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.
  2. ყველა ხალხს თავისი მიზნების მისაღწევად შეუძლია თავისუფლად მოიხმაროს თავისი ბუნებრივი სიმდიდრეები და რესურსები ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობიდან და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე რაიმე ვალდებულებას. არც ერთ ხალხს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წაერთვას საარსებო სახსრები, რომლებიც მას ეკუთვნის.
  3. ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფო, მათ შორის ის სახელმწიფოები, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა არათვითმმართველი და სამეურნეო ტერიტორიების მართვისათვის, ხელს უნდა უწყობდეს თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას და პატივს სცემდეს ამ უფლებას.

ნაწილი II[edit]

მუხლი 2[edit]

  1. ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებები: რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო.
  2. თუ ეს უკვე გათვალისწინებული არ არის არსებული საკანონმდებლო ან სხვა ღონისძიებებით, ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს საჭირო ღონისძიებანი თავისი საკონსტიტუციო პროცედურებისა და ამ პაქტის შესაბამისად, რათა მიიღოს საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პაქტით აღიარებული უფლებების განხორციელებისათვის.
  3. ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას:
(a) ყველა პირი, რომლის ამ პაქტით აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა დაუშვეს ოფიციალურმა პირებმა;
(b) უზრნველყოს, რომ თითოეული პირის სამართლებრივი დაცვის უფლებას, ვინც კი ასეთ დაცვას მოითოვს, ადგენენ კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლებანი ან სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული ყოველი სხვა კომპეტენტური ორგანო და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობანი;
(c) უზრუნველყოფის კომპეტენტურ ხელისუფლებათა მიერ მათთვის მოცემული სამართლებრივი დაცვის საშუალებათა გამოყენება.

მუხლი 3[edit]

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ მამაკაცებისა და ქალების თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ პაქტით გათვალისწინებული ყველა მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებით.

მუხლი 4[edit]

  1. სახელმწიფოში საგანგებო წესების შემოღების დროს, როცა ერის სიცოცხლე საფრთხეშია და ეს ოფიციალურად გამოაცხადეს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაუხვიონ პაქტით ნაკისრ თავიანთ ვალდებულებებს იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მდგომარეობის სიმძაფრე, და განახორციელონ ღონისძიებანი იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებანი შეუთავსებელი არ იქნება საერთაშორისო სამართლით დაკისრებულ სხვა ვალდებულებებთან და მათ არ მოჰყვება დისკრიმინაცია მხოლოდ და მხოლოდ რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
  2. ეს დებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რაიმე გადახვევებს 6,7,8 (1 და 2 პუნქტები), 11,15,16 და 18 მუხლებიდან.
  3. ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფომ, რომელიც იყენებს გადახვევის უფლებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამ პაქტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს, თუ რომელ დებულებებს გადაუხვია და რა მიზეზებმა მიაღებინა ასეთი გადაწყვეტილება. ამავე შუამავლის საშუალებით მან უნდა შეატყობინოს აგრეთვე თარიღი, როცა შეწყვეტს ასეთ გადახვევას.

მუხლი 5[edit]

  1. ამ პაქტში არ შეიძლება არაფრის განმარტება ისე, თითქოს ნიშნავდეს, რომ რომელიმე სახელმწიფოს, რომელიმე ჯგუფს ან რომელიმე პირს ჰქონდეს უფლება ეწეოდეს რაიმე საქმიანობას ან სჩადიოდეს რაიმე მოქმედებას, რომელთა მიზანია ამ პაქტით აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ თავისუფლების მოსპობა ან მათი შეზღუდვა უფრო მეტად, ვიდრე ეს პაქტი ითვალისწინებს.
  2. არ შეიძლება შეიზღუდოს ან დაკნინდეს ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოში აღიარებულია ან არსებობს კანონის, კონვენციების, წესების ან ზნე- ჩვეულებების ძალით, იმ საბაბით, რომ ამ პაქტით ასეთი უფლებები აღიარებული არ არის ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.

ნაწილი III[edit]

მუხლი 6[edit]

  1. სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის არ შეიძლება თვითნებურად წაართვან სიცოცხლე.
  2. ქვეყნებში, რომლებსაც არ გაუუქმებიათ სიკვდილით დასჯა, სიკვდილის განაჩენი შეიძლება გამოიტანონ მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის იმ კანონის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს და არ ეწინააღმდეგება ამ პაქტისა და გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისთვის დასჯის შესახებ კონვენციის დებულებებს, ეს დასჯა შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის შესასრულებლად.
  3. როცა სიცოცხლის წართმევა გენოციდის დანაშაულს შეადგენს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მუხლში არაფერი არ აძლევს ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს უფლებას, რომ რაიმე საშუალებით გადაუხვიონ რომელიმე ვალდებულებას, რომელიც იკისრეს გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისთვის დასჯის შესახებ კონვენციის დებულებათა შესაბამისად.
  4. თითოეულს, ვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, უფლება აქვს ითხოვოს შეწყალება ან განაჩენის შერბილება, ამნისტია. შეწყალება ან სიკვდილის განაჩენის შეცვლა შეიძლება ნაბოძები იყოს ყველა შემთხვევაში.
  5. სიკვდილის განაჩენის გამოტანა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინეს თვრამეტ წლამდე ასაკის პირებმა, და მისი აღსრულება არ შეიძლება ფეხმძიმე ქალების მიმართ.
  6. ამ მუხლში არაფერი არ შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფომ გადადოს ან არ დაუშვას სიკვდილით დასჯის გაუქმება.

მუხლი 7[edit]

არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელს, კერძოდ, არც ერთ პირზე, თუ არ იქნა მისი თავისუფალი თანხმობა, არ შეიძლება სამედიცინო ან სამეცნიერო ცდების ჩატარება.

მუხლი 8[edit]

  1. არავინ არ უნდა ცხოვრობდეს მონობაში; აკრძალულია ყველა სახეობის მონობა და მონათვაჭრობა. 2. არავინ არ უნდა ცხოვრობდეს დაბეჩავებულ მდგომარეობაში.
  2. (a) არავის არ უნდა დააძალონ იძულებითი თუ სავალდებულო შრომა;
(b) იმ ქვეყნებში, სადაც დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც დაკავშირებულია საკატორღო სამუშაოებთან, მე-3 პუნქტი (a) არ ითვლება დაბრკოლებად, რათა შესრულდეს საკატორღო სამუშაოები იმ კომპეტენტური სასამართლოს განაჩენით, რომელმაც ასეთი სასჯელი გამოიტანა;
(c) ამ პუნქტში ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ მოიცავს:
(I) ნებისმიერი სახის სამუშაოს თუ სამსახურს, რომელიც ნახსენები არ არის b ქვეპუნქტში, და რომელიც, როგორც წესი, უნდა შეასრულოს სასამართლოს კანონიერი განკარგულების საფუძველზე პატიმრობაში მყოფმა პირმა, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითად განთავისუფლებულმა პირმა;
(II) ნებისმიერი სამხედრო ხასიათის სამსახურს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც აღიარებულია სამხედრო სამსახურზე უარის თქმა პოლიტიკური თუ რელიგიურ-ეთიკური მოტივებით, ნებისმიერ სამსახურს, რომელიც კანონით გათვალისწინებულია ასეთი მოტივებით სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელ პირთათვის;
(III) ნებისმიერი სახის სამსახურს, რომელიც სავალდებულოა საგანგებო წესებისა თუ უბედურების დროს, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა თუ კეთილდღეობას;
(IV) ნებისმიერი სახის სამუშაოსა თუ სამსახურს, რომელიც შედის ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ მოვალეობებში.

მუხლი 9[edit]

  1. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ არ შეიძლება თვითნებურად დააპატიმრონ ან პატიმრობაში აიყვანონ. არავის არ შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, თუ არა ისეთ საფუძველზე და ისეთი პროცედურის შესაბამისად, რომლებიც კანონით არის დაწესებული.
  2. თითოეულ დაპატიმრებულს დაპატიმრების დროს ეუბნებიან მისი დაპატიმრების მიზეზებს და სასწრაფო წესით ატყობინებენ, თუ რა ბრალდებას უყენებენ.
  3. სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებული თუ დაკავებული ყოველი პირი სასწრაფო წესით უნდა მიიყვანონ მოსამართლესთან ან სხვა თანამდებობის პირთან, რომელსაც კანონით უფლება აქვს აღასრულოს სასამართლო ხელისუფლება, და დაპატიმრებულ ან დაკავებულ პირს გონივრული ვადის მანძილზე აქვს სასამართლო გარჩევისა, თუ განთავისუფლების უფლება. სასამართლო გარჩევის მოლოდინში პირის დაკავება საერთო წესი არ უნდა გახდეს, მაგრამ მათი განთავისუფლება შეიძლება დამოკიდებული იყოს სასამართლოში გამოცხადების, სასამართლო გარჩევის ყველა სტადიაში გამოცხადების და, საჭიროების შემთხვევაში, განაჩენის აღსასრულებლად გამოცხადების გარანტიების წარდგენაზე.
  4. თითოეულს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთა დაპატიმრებისა თუ პატიმრობაში აყვანის შედეგად, აქვს უფლება, რომ მისი საქმე გაარჩიოს სასამართლომ, რათა ამ სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს დადგენილება, კანონიერია მისი დაკავება თუ არა, და გასცეს მისი განთავისუფლების განკარგულება, თუ უკანონოდ იყო დაკავებული.
  5. თითოეულს, ვინც უკანონოდ დაპატიმრებისა თუ პატიმრობაში აყვანის მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის უფლება, რომელსაც სარჩელის ძალა ენიჭება.

მუხლი 10[edit]

  1. ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს აქვს უფლება, რომ ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელ ღირსებას.
  2. (a) იმ შემთხვევებში, როცა არ არის განსაკუთრებული გარემოებანი, ბრალდებულებს ათავსებენ მსჯავრდადებულისაგან ცალკე და უწესებენ ცალკე რეჟიმს, რომელიც შეესაბამება არამსჯავრდებულ პირთა სტატუსს;
(b) არასრულწლოვან ბრალდებულებს ათავსებენ სრულწლოვანებისაგან ცალკე და უმოკლეს ვადაში წარუდგენენ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანად.
3. პენიტენციალური სისტემით პატიმრებისათვის გათვალისწინებული რეჟიმი, რომლის არსებითი მიზანია მათი გამოსწორება და ახლებური სოციალური აღზრდა. არასრულწლოვან სამართალდამრღვევებს აცალკევებენ სრულწლოვანებისაგან და უწესებენ მათი ასაკისა და სამართლებრივი სტატუსის შესაბამის რეჟიმს.

მუხლი 11[edit]

არავის არ შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ არ შეუძლია შეასრულოს რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულება.

მუხლი 12[edit]

  1. თითოეულს, ვინც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის ფარგლებში უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.
  2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება წავიდეს ყოველი ქვეყნიდან, მათ შორის საკუთარი ქვეყნიდან.
  3. ზემოთ აღნიშნული უფლებები არ შეიძლება გახდეს რაიმე შეზღუდვის ობიექტი, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, საჭიროა სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის და ეთავსება ამ პაქტით აღიარებულ სხვა უფლებებს.
  4. არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოართვან თავის საკუთარ ქვეყანაში ჩასვლის უფლება.

მუხლი 13[edit]

უცხოელი, რომელიც კანონიერად იმყოფება ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფომ ტერიტორიაზე, შეიძლება გაასახლონ მხოლოდ კანონის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების შესასრულებლად, და თუ სახელმწიფო უშიშროების იმპერატიული მოსაზრებანი სხვას არ მოითხოვენ, მას უფლება აქვს წარმოადგინოს უდავო საბუთები თავისი გასახლების წინააღმდეგ, მოითხოვოს, რომ მისი საქმე გადასინჯოს კომპეტენტურმა ხელისუფლებამ ან პირმა, რომელსაც სპეციალურად დანიშნავს კომპეტენტური ხელისუფლება, რომ ამ მიზნით წარსდგეს ამ ხელისუფლების, პირისა თუ პირთა წინაშე.

მუხლი 14[edit]

  1. ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე, თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვალეობის განსაზღვრისას, რომ მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. შეიძლება, რომ პრესა და საზოგადოება არ დაუშვან მთელ სასამართლო გარჩევაზე, თუ მის ნაწილზე, მორალის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი წესრიგისა თუ სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით ან, როცა ამას მოითხოვს მხარეთა კერძო ცხოვრების ინტერესები ან იმდენად, რამდენადაც ეს, სასამართლოს აზრით, ძალზე საჭიროა განსაკუთრებულ ვითარებაში, როცა საჯაროობა შელახავს მართლმსაჯულების ინტერესებს; მაგრამ ყოველი სასამართლო დადგენილება სისხლის სამართლისა თუ სამოქალაქო საქმის გამო საჯარო უნდა იყოს, იმ შემთხვევების გარდა, როცა არასრულწლოვანთა ინტერესები სხვას მოითხოვენ ან, როცა საქმე ეხება მატრიმონიალურ დავას ან ბავშვთა მეურვეობას.
  2. თითოეულს, ვისაც ბრალად სდებენ სისხლის სამართლის დანაშაულს, უფლება აქვს ჩაითვალოს უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
  3. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმი მიიღოს შემდეგი გარანტიები სრული თანასწორობის საფუძველზე:
(a) სასწრაფო წესით და დაწვრილებით შეატყობინონ იმ ენაზე, რომელიც ესმის, თუ რა ხასიათისაა და რა საფუძველზე წაუყენეს ბრალდება;
(b) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს;
(c) გაასამართლონ გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე;
(d) გაასამართლონ მისი თანდასწრებით და დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის საშუალებით; თუ მას ჰყავს დამცველი, უნდა შეატყობინონ ეს უფლება და ყავდეს მისთვის დანიშნული დამცველი ყველა შემთხვევაში, როცა მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს, უსასყიდლოდ იმ შემთხვევაში, როცა არა აქვს საკმარისი სახსრები ამ დამცველის ასანაზღაურებლად;
(e) დაკითხოს მოწმენი, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას, ან ჰქონდეს უფლება, რომ ეს მოწმეები სხვამ დაჰკითხოს, და ჰქონდეს უფლება, რომ გამოიძახონ და დაჰკითხონ მისი მოწმენი იმავე პირობებით, რომლებიც არსებობს მის წინააღმდეგ გამოსული მოწმეებისათვის;
(f) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ არ ესმის ენა, რომელსაც სასამართლოში ხმარობენ ან არ ლაპარაკობს ამ ენაზე;
(g) არავინ არ აიძულოს, რომ ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თავი დამნაშავედ აღიაროს.
  1. არასრულწლოვანთა მიმართ პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ გაითვალისწინონ მათი ასაკი და მათი ხელახალი აღზრდისათვის ხელშეწყობის სასურველობა.
  2. თითოეულს, ვინც მსჯავრდებულია რაიმე დანაშაულისათვის, აქვს უფლება, რომ მისი მსჯავრდადება და განაჩენი გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლო ინსტანციამ კანონის შესაბამისად.
  3. თუ რომელიმე პირს საბოლოო გადაწყვეტილებით დასდეს მსჯავრი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და თუ მისთვის გამოტანილი განაჩენი შემდგომში გააუქმეს ან მისთვის ნაბოძები იყო შეწყალება იმ საფუძველზე, რომ რაიმე ახალი ან ახლად აღმოჩენილი გარემოება უცილობლად ამტკიცებს, რომ მოხდა სასამართლო შეცდომა, მაშინ ეს პირი, რომელიც დაისაჯა ასეთი მსჯავრდების შედეგად, იღებს კომპენსაციას კანონის თანახმად, თუ არ დამტკიცდა, რომ აღნიშნული უცნობი გარემოება თავის დროზე ვერ აღმოაჩინეს მხოლოდ მისი ან ნაწილობრივ მისი მიზეზით.
  4. არავის მეორედ გასამართლება ან დასჯა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე საბოლოოდ იყო მსჯავრდადებული ან გამართლებული თითოეული ქვეყნის კანონის და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის შესაბამისად.

მუხლი 15[edit]

  1. არავინ არ შეიძლება ცნონ დამნაშავედ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის რომელიმე ისეთი მოქმედებისა და შეცდომის შედეგად, რომელიც მისი ჩადენის მომენტში მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე არ შეიძლება დაინიშნოს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე ის, რომელიც უნდა გამოეყენებინათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მომენტში; თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონით წესდება უფრო მსუბუქი სასჯელი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ დამნაშავეზე.
  2. ამ მუხლში არაფერი არ უშლის ხელს, რომ ყოველი პირი გადაეცეს სასამართლოს და დაისაჯოს ყოველი მოქმედებისა თუ შეცდომისათვის, რომლებიც საერთაშორისო საზოგადებრიობის მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად ჩადენის მომენტში სისხლის სამართლის დანაშაული იყო.

მუხლი 16[edit]

თითოეულ ადამიანს, სადაც უნდა იყოს იგი, აქვს უფლება, რომ ცნონ მისი სუბიექტობის უფლება.

მუხლი 17[edit]

  1. არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა.
  2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

მუხლი 18[edit]

  1. თითოეულ ადამიანს აქვს აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას ჰქონდეს ან იღებდეს რელიგიასა თუ მრწამსს საკუთარი არჩევნით და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიასა და მრწამსს როგორც ერთპიროვნულად, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ თუ კერძო წესით ასრულებდეს კულტს, რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებებსა და მოძღვრებას.
  2. არავინ არ უნდა განიცდიდეს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას იქონიოს ან მიიღოს რელიგია თუ მრწამსი საკუთარი არჩევანით.
  3. რელიგიისა თუ მრწამსის აღიარების თავისუფლებას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და საჭიროა საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.
  4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პატივი სცენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეთა თავისუფლებას უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი მრწამსის შესაბამისად.

მუხლი 19[edit]

  1. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ჰქონდეს საკუთარი აზრი.
  2. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული ფორმების საშუალებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით.
  3. ამ მუხლის მე –2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობას და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. მაშასადამე, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთ შეზ უდვასთან, რომლებიც უნდა იყოს კანონი დადგენილი და აუცილებელი:
(a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის;
(b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის დასაცავად.

მუხლი 20[edit]

  1. ომის ყოველგვარი პროპაგანდა უნდა აიკრძალოს კანონით.
  2. ყოველგვარი გამოსვლა ეროვნული, რასობრივი თუ რელიგიური შუღლის სასარგებლოდ, რაც დისკრიმინაციის, მტრობისა თუ ძალადობის წაქეზებაა, უნდა აიკრძალოს კანონით.

მუხლი 21[edit]

აღიარებულია მშვიდობიანი კრებების უფლება. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვისა თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის.

მუხლი 22[edit]

  1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის თავისუფლების უფლება, მათ შორის უფლება შექმნას პროფკავშირები და შევიდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.
  2. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს და რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის, რომ ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვები შემოიღონ იმ პირთათვის, რომლებიც შედიან შეიარაღებლი ძალებისა და პოლიციის შემადგენლობაში.
  3. ამ მუხლში არაფერი არ აძლევს უფლებას სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციაში ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ, მიიღონ საკანონმდებლო აქტები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ, ან კანონი გამოიყენონ ისეთნაირად, რომ ეს საზიანო იყოს ამ გარანტიებისათვის.

მუხლი 23[edit]

  1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
  2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი.
  3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე.
  4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

მუხლი 24[edit]

  1. თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც მას, როგორც მცირეწლოვანს, უნდა გაუწიონ მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.
  2. თითოეული ბავშვი რეგისტრირებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ დაბადების შემდეგ და ჰქონდეს სახელი.
  3. თითოეულ ბავშვს აქვს მოქალაქეობის მიღების უფლება.

მუხლი 25[edit]

თითოეულ მოქალაქეს მე–2 მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციის და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა:

(a) მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლობის საშუალებით;
(b) მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც ეწყობა საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლებების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების ნება- სურვილის თავისუფალ გამოვლინებას;
(c) თავის ქვეყანაში თანასწორობის საერთო პირობებით შეეძლოს სახელმწიფო სამსახურში შესვლა.

მუხლი 26[edit]

ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს კანონის თანასწორი დაცვის უფლება. ამ მხრივ ყოველგვარი დისკრიმინაცია უნდა აიკრძალოს კანონით და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტიან დაცვას რაიმე ნიშნის, როგორიცაა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

მუხლი 27[edit]

იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობანი, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას ეკუთვნიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ მისი წესები, აგრეთვე ილაპარაკონ დედაენაზე.

ნაწილი IV[edit]

მუხლი 28[edit]

მუხლი 28[edit]

მუხლი 30[edit]

მუხლი 31[edit]

მუხლი 32[edit]

მუხლი 33[edit]

მუხლი 34[edit]

მუხლი 35[edit]

მუხლი 36[edit]

მუხლი 37[edit]

მუხლი 38[edit]

მუხლი 38[edit]

მუხლი 40[edit]

მუხლი 41[edit]

მუხლი 42[edit]

მუხლი 43[edit]

მუხლი 44[edit]

მუხლი 45[edit]

ნაწილი V[edit]

მუხლი 46[edit]

მუხლი 47[edit]

ნაწილი VI[edit]

მუხლი 48[edit]

მუხლი 48[edit]

მუხლი 50[edit]

მუხლი 51[edit]

მუხლი 52[edit]

მუხლი 53[edit]