პირველი მაისი (გალაკტიონ ტაბიძე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
პირველი მაისი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1908 წელი


პირველი მაისი,
პირველი მაისი,
პირველი მაისი
მოვიდა ამაყი:
წითელი ყაყაჩო
თუ იასამანი,
ხავერდის ვარდები
და თეთრი ზამბახი.
მეფეს კი, მეფეს კი -
ქარით და გრიგალით
თითქო არავისა
და არარაისი -
ციხეში, ბორკილში,
შიმშილში, ომებში
სურს ჩაკლას მუშათა
პირველი მაისი.
დრო მოვა… და ისევ,
პროლეტარიატი
მაისის ვარდებით
სიცოცხლეს აივსებს,
სალამი იმ დღეებს,
სალამი იმ ბრძოლებს,
იმ ნათელ გაწევას,
იმ პირველ მაისებს!