(ღამეს უვიან მთიებნი ნაზნი...)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ღამეს უვიან მთიებნი ნაზნი
ავტორი: სოლომონ რაზმაძე
1858; ჟურნალი ცისკარი #2


ღამეს უვიან მთიებნი ნაზნი,
ტფილისს ჰსუფევენ მნათლი ლამაზნი.
შორის ციურთა მნათთა ღამისა
აღემატების სხივი მთვარისა.

არამედ იგი, ვის ვერ შევჰკადრებ
ჩემის ენისა ქებისა ძნობას,
დიდებულათა გავსილ მთვარისებ
შორის დიაცთა მხოლოი ელავს.

ვითარ ციურის ახოვნებითა
ვალს დიდებულად ჰაეროვანი;
რავდენს სავსე აქვს სიტკბოებითა
ნატიფი მკერდი სანდომიანი!

ვით მიმოისვრის ნაზთა გუგათა ელვა-მოსილთა!
ვითარ აშვენებს ღაწვთა ციმციმი მისთა ღიმილთა!...

აწ კმარა, ენავ, ჰსდუმენ, ნუ მადნობ, არა ვარ სალი:
მიგიცემია სიჟაბუკისა უგონო ვალი!

რაზმაძე