(ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი...)
Jump to navigation
Jump to search
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.
ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.
და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების.