ჩემი ლოცვა (ნიკოლოზ ბარათაშვილი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ჩემი ლოცვა
ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
69,420'


ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცდომილი,
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!
ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,
ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოი, სახიერო, ნუ წარვიკვეთ მე სასოებას;
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,
უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,
გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება.

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმინდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა;
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღმე:
შენ უწინარეს ჩემსა უწი, რას ვიზრახო მე,
და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთთ შენდა სათქმელად?
მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!