ოცნებაო, მოიგონე...

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ოცნებაო, მოიგონე...
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე



მოიგონე ძველი მეხი,
ცეცხლის დილა, ცეცხლის ბინდი,
ფოლად უზანგს მოსდე ფეხი
და კვლავ მერანს მოაფრინდი.

ოცნებაო, მოიგონე
დღეები რომ ჰგვანდნენ ზვირთებს,
ის მერანი ისევ გიხსნის,
სადაც უნდა გაგიჭირდეს.