მხოლოდ ეს გული

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მხოლოდ ეს გული
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მხოლოდ ეს გული,
ჩვენი გული, ისევ მხურვალე
გრძნობდა, რა ნამი
გადასუსხულ ველს ეპკურება,
მას გაზაფხული ენატრება
და არა ცივი,
საშემოდგომო, უიმედო
დაუძლურება.