მთვარე ჭაში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მთვარე ჭაში
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


დაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი რაში,
მის წინ დევები იღერებენ ეშვებს და დინგებს
და თეთრი მთვარე საიდუმლოდ ჩასული ჭაში
განცვიფრებული უყურადებს მიმავალ ჭინკებს.
ამ სიჩუმეში ვინ დათვალოს გზანი, ჰუნენი?
აქ წარსულშიც და მომავალშიაც
შეჩერდებიან საუკუნენი.