თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი,
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი,
ნუ ჩამიქრები… და იქაც, შიგნით, სულში…
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი…