თემა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თემა
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


ტბის ბროლება ელექტრონის
სიცილს იჭერს,
არაგვიდან ატრიალებს
შუქთა გიშერს,
აქ ახალი სიხარულის
ხელმა ჩადო
კილოვატთა ფოლადის და
რკინის ჯადო.
და მაღლიდან ცისარტყელას
ალთა ცემა
მუდამ მძაფრი და ნათელი
არის თემა.