ზღაპარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ზღაპარი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მდინარის პირად ხეივანში ყოველ საღამოს
ორი ქალწული მემორევე ჩრდილად გახდება.
ისინი ჩუმად გადიხდიან ლეჩაქთა სამოსს,
თვითონ მდინარეც და დუმილიც გალეჩაქდება.
ტყის პირად სხედან ნაზნი, წარბებგადახატულნი
და თავს ადგანან თავადები ნაბდიანები.
ეცემა თმები ლურჯ სარკეებს, ვით ნაკადული,
სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები.