ექიმის მანკურნებელი სიტყვა

From Wikisource
Jump to: navigation, search
template error: please do not remove empty parameters (see the style guide and template documentation).
ექიმის მანკურნებელი სიტყვა
by [[Author:{{{author}}}|{{{author}}}]]
ქეთო გამსახურდიას ნაშრომი

”ავტორმა” ეტყობა თავის გართობის მიზნით გადმოიტანა ”მეზობელი” სტატიიდან აბზაცები; იხ. ”მაკურნებელი სიტყვა” სასურველია, ამგვარი ბავშვური გატაცების შემთხვევაშიც კი ”დედანის” მითითება... ეეჰ, ქეთო, ქეთო; არადა, რა გვარს იჩემებ...


ძველბაბილონურ ენაზე სიტყვა ”ექიმი” ნიშნავდა ”წყლის მცოდნეს” ან ”ზეთის მცოდნეს”. ზეთის ცხება ძველ დროში საექიმო საშუალებად ითვლებოდა. ვის არ სმენია ”მედიცინის მამად” წოდებული ჰიპოკრატეს შესახებ (443-429 ძვ. წ.), რომელიც მიიჩნევდა რომ ექიმისათვის უმთავრესია იკვლევდეს უძლურებაში მყოფის აზრებსა და ზრახვებს. არამცთუ პაციენტის მრავალსიტყვაობის, მისი მდუმარების კვლევასაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება… ჰიპოკრატეს მედიცინა ფსიქოსომატური მედიცინაა, ერთობლივად იკვლევს რა ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მხარეს. მოსმენის უნარი, მეტყველი მზერა, საუბრის მანერა, თავისებური, მკურნალის იერსახის დამადასტურებელი გარეგნობა, სიმხნევის მომგვრელი მითითებანი და პაციენტის სატკივარის მიზანმიმართულად შეცნობა მისი აზრით უმთავრესად განსაზღვრავს ექიმის პროფესიონალიზმს. ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ თავად ”წოდება” _ექიმი, გარკვეულ სამკურნალო ცოდნას ითვალისწინებს.


”ყოველივე არის საწამლავიც და წამალიც, მხოლოდ დოზა გახდის ნივთიერებას საწამლავად ან წამლად!” გამოჩენილი ექიმი და ქიმიკოსი პარაცელსიუსი ასე მოძღვრავდა თავის თანამედროვეთ. ბალახთა გამოყენების ”ხელოვნება” ოდითგანვე იყო ცნობილი. დაგემოვნების გზით მრავალი სამკურნალო და მომწამვლელი მცენარე აღმოაჩინა ადამიანმა.თუმცა ზოგიერთმა მცენარემ,რომელიც კურნავს ერთ კონკრეტულ დაავადებას, შეილება დამღუპველი აღმოჩნდეს ცალკეული ორგანიზმისთვის. ამის გახმაურებული ფაქტია სუბოტექსით ”მკურნალობა”, რომელიც თავდაპირველად ე.წ. ”ლომკის მოხსნის” _ აბსტინენციიდან (მძიმე სომატურ-ფსიქიკური მდგომარეობიდან) გამოსვლის ”უებრო” საშუალებად ითვლებოდა. მაგრამ ”სულის ტკივილის” დაამება ქიმიური პრეპარატით შეუძლებელი აღმოჩნდა. ”შემართების” ამგვარი საშუალებით მოპოვების მოსურნე მომხმარებელი მეორე უკიდურესობისკენ გადაქანდა. ან თუნდაც ასე მომრავლებული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომელთაგან მრავალი, ორგანიზმის იმუნური სისტემის მოშლას იწვევს. საგანგაშოა ის, რომ ამგვარი ”ტკივილგამაყუჩებლების” მოხმარებამ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს კიდურების დამბლა, ავთვისებიანი სიმსივნე თუ მსგავსი სიკვდილის ”დამაჩქარებელი” დაავადება....

შესდექი! შენ, ავად ხარ და მას ”წამლით ავადმყოფობა” ჰქვია. ეს ტერმინი ცნობილია 1901 წლიდან, და მან იმდენად ჰპოვა განვითარება, რომ ბევრი, ვინც ”წამლის ავადმყოფობითაა დაავადებული, დაუფიქრებლად ეშურება ყველა იმ მედიკამენტისა თუ პრეპარატის მოპოვებას და მიღებას, რაც ამა თუ იმ სენისგან განკურნების ”უებრო საშუალებად” არის მიჩნეული… ერთიც და მეორეც მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სამკურნალო საშუალება თუ ისინი, ავადმყოფობის, ვითარების შესატყვისადაა შერჩეული… გასათვალისწინებელია ორგანიზმის მემკვიდრეობითი თუ შეძენილი თვისებები (პირველადი და მეორადი იმუნოდეფიციტის თავისებურებანი). ასაკი და სხვა მრავალი რამ… ხშირად ესა თუ ის წამალი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ხშირად ანეიტრალებენ ერთურთს, ხშირად რექციაში შედიან ერთმანეთთან და მავნე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე… ასე რომ, სანამ წამლების განურჩევლად მიღებას ცხოვრების წესად გაიხდიდეს,ადამიანმა გულმოდგინედ გამოიკვლიოს საკუთარი ორგანიზმი...

ყოველი ცნობა და ჭკუა კაცისა ტვინსა შიგან არს… თუ ტვინი სრულ არს, კაცისა ჭკუა სრული იქნების. ზაზა ფანასკერტელი.

ახლა ბევრმა ჩვენთაგანმა იცის ”კრიტიკული დღეების” ავკარგიანობაზე… (ამის შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატე, მერე კი გალენუსი აღნიშნავდნენ, ქვეყნდება სხვადასხვა ცხრილები ბიორიტმების გარშემო. ჩვენს სასიცოცხლო ენერგიაზე მნათობების, (მზისა და მთვარის), ამინდის ზეგავლენის თავისებურებებზე. მაგრამ ცოტა ჩვენთაგანმა თუ იცის, რომ ჩვენი სხეულის ერთი, თითქოსდა ჩვეულებრივი ორგანო ელენთა, რომელიც მარცხენა ფერდქვეშა არეში მდებარეობს, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ”იმუნიტეტის” ანუ დაავადებების ორგანიზმიდან განდევნის უნარის ჩამოყალიბებაში. ასუფთავებს სისხლს მავნე ნივთიერებისგან, არეგულირებს ”სისხლწარმოქმნას”. …რომ ჰიპოფიზი (თავის ქალას ფუძესთან მდებარე პატარა ჯირკვალი) ზრდის, ორგანიზმის განვითარებისა და დასრულების ჰორმონებით გვამარაგებს. …რომ ფარისებრი ჯირკვლის (მოთავსებულია ხორხის წინ) მიერ გამოყოფილი ჰორმონი ნივთიერებათა ცვლას განაპირობებს....რომ თირკმელზედა ჯირკვლები იმუნური სისტემის გამაძლიერებერი ჰორმონების მნიშვნელოვან ჯგუფს გამოიმუშავებენ… რომ თიმუსი, რომელიც მკერდის ძვლის უკანაა მოთავსებული, იმუნიტეტის ცენტრალური ორგანოა, იგი მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე აწვდის სისხლის შემადგენლობაში შემავალ ლიმფოციტებს იმუნოლოგიურ ანბანს… იმუნური ცოდნის მარაგის გარეშე ადამიანის ორგანიზმი ადვილად შეღწევადი იქნებოდა მრავალი, ორგანიზმზე დამღუპველად მოქმედი ვირუსის მიმართ.....


თანამედროვეობაში გაჩნდა აფორიზმი: არც ისე მნიშვნელოვანია რას ჭამს ადამიანი, ბევრად საგულისხმოა რა ჭამს მას. აქედან გამომდინარე,აუცილებელია გავუფრთხილდეთ იმუნური სისტემის ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას.... ამბობენ, ჯანმრთელობის საწინდარია ოთხი მარტივი რამ: აქტიურობა; მიზანშეწონილი, გონივრული კვება; მავნე ჩვევების ჩამოცილება; და ნერვების დაზოგვა… სასიცოცხლო ენერგიის ასაღორძინებლად ძველი ეგვიპტელები ღვინით შეზავებული ცისფერი ლოტოსის წვენს ეტანებოდნენ, თანამედროვე მედიცინა კი დაბეჯითებით გვირჩევს ხშირად მივიღოთ მწვანე ჩაი, წითელი ღვინო და კაკაო.


ადამიანები უმეტესწილად, თავიანთი უნებისყოფობითა და სულსწრაფობით ჩასახული დაავადებებისგან იტანჯებიან. მერე წლობით მკურნალობენ სხვადასხვა მედიკამენტებით და აზრად არ მოსდით, თავიანთ ხასიათსა და ყოფაში სათანადო კორექტირება შეიტანონ…შინაგანი წესრიგი, ჯანმრთელი ადამიანის უპირველესი ”დამცავი სისტემაა”, ფსიქოიმუნიტეტის საფუძველი…ამგვარი წესრიგი კი, სხეულის გაკაჟებითა და რწმენით ყალიბდება. რწმენა იმისა, რომ შეგწევს სასიცოცხლო ენერგია, ძალა და უნარი ავადმყოფობას გაუმკლავდე ”სიკვდილის ბრჭყალებში’ მოქცეული ავადმყოფის გამოჯანმრთელებასაც დიდად უწყობს ხელს. ხელოვნებაა, გადარჩენის იმედი ჩაუნერგო ”სასიკვდილოდ განწირულს” და შერყეული რწმენა აღუდგინო.

”ინფორმაციული ნერვოზის” ეპოქაში მხატვრული, შემეცნებითი ლიტერატურის კითხვა უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე... სხვადასხვა ქვეყნის ამა თუ იმ კლინიკაში ექიმებს ევალებათ პაციენტს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის მიხედვით შესაფერისი წიგნი შეურჩიონ, თავად კი, თვალი ადევნონ ლიტერატურულ მოვლენებს… ასევე მნიშვნელოვანია ”მუსიკათერაპია”. მეათე-მეთერთმეტე საუკუნეში მთელს აღმოსავლეთში ცნობილი ავიცენა (აბუ ალი იბნ სინა) მუსიკას ”უწამლო” საშუალებად მიიჩნევდა… (ასევე მიანიშნებდა სუნების, სიცილის, დიეტის და შრომის კეთილმყოფელობაზე). სასურველია გავიხსენოთ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნები, სადაც ხალხური მედიცინის განვითარებასთან ერთად ფართო ასპარეზი ჰპოვა სატაძრო მედიცინამ. მისი არსი თვალსაჩინოდ გამოიხატა პითაგორას (ძვ. წ. მე-6 ს.) სკოლის სახით. სატაძრო მკურნალობის მიმდევრები ავადმყოფს მკურნალობდნენ რელიგიურ ჰიმნთა გალობით, მუსიკალურ საკრავთა ჟღერით, რელიგიურ-ექსტაზური ცეკვებით, ლოცვებით… იდეალისტურ-სამედიცინო სკოლის პლატონისეული ”მოძღვრება” (პლატონის სკოლა) პითაგორელთა ”სულიერი მკურნალობის თეორიას” მნიშვნელოვნად ენათესავებოდა. ეს იყო, ბერძენი ფილოსოფოსი, რომელიც წამლების ქმედითობას არ უარყოფდა, თუმცა მიიჩნევდა, რომ ისინი ავადმყოფისთვის მაშინ იქნებოდა სასარგებლო თუ მათ მიღებას რელიგიური ჰიმნებითა და ლოცვებით ”განამტკიცებდა”. მეცნიერები საუბრობენ კინოთერაპიის შესახებაც… მაგრამ რიგი ფილმების აგრესიული და ”შიზოფნერული” ხასიათი, რომლებსაც ჩვენი ტელევიზიები აჩვენებენ ამის საშუალებას ალბათ ნაკლებად იძლევა… საინტერესოა ანიმიზმის (ანიმა ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და სულს ნიშნავს) რაობაც… ძველ დროში ადამიანებს სწამდათ, რომ ყოველ საგანს თავისი სული აქვს… , ზოგიერთი ადამიანი ცალკეულ ნივთს ისე ეჩვევა, რომ მას როგორც სულიერს, ისეც კი აღიქვამს და თუ გარკვეულ მიზეზთა გამო ხასიათდამძიმებულ პიროვნებას, დადებითი აურის მატარებელ ნივთს შევურჩევს ექიმი განწყობის გადასახალისებლად, ალბათ მიზანშეწონილი იქნება...მართლაც , ლამაზი და გონივრული სათამაშოები ჭირვეულ ბავშვსაც კი შეუცვლის ‘‘ ხასიათს’’......

ჩვენი წინაპრები სიცილსაც და ტირილსაც კურნების მიზნით იყენებდნენ. სიცილის სიკეთე, ბევრს თავად უგვრძნია, ხშირად ტირილიც დამამშვიდებელ ზეგავლენას ახდენს… სიწრფელით ცრემლის ღვრა, მართლაც შვების მომგვრელია, ცრემლი კი, ავი თვალისგან დამცავ საშუალებადაა მიჩნეული… გააჩნია სად, როგორ და რა ვითარებაში ხდება ყოველივე, არსებობს სიჩუმის თერაპიაც.

სახელოვანი კლავდიუს გალენუსი (რომაული მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელი) თვლიდა, რომ სნეულებათა გამომწვევი მიზეზი უპირველესად სულისა და სხეულის შეთანხმებულობის დარღვევაა. იგი ცდილობდა მედიცინა რელიგიისა და თეოლოგიის სრულ მეკავშირედ ექცია და აღიარებდა, რომ მედიცინა საფუძველი უნდა გახდეს სრულქმნილი თეოლოგიისა, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და დიდი საქმეა, ვიდრე მთლიანად მედიცინაო. ქართველი ერის სამედიცინო კულტურა და ტრადიციები უძველესი დროიდან არის ცნობილი. იგი კოლხეთის სამეფოს წინარე ხანიდან იღებს სათავეს. სამკურნალო ხელოვნებაში გაწაფული ლეგენდარული მედეას წინაპრები უდაოდ დიდი შემცნობი იყვნენ სამკურნალო ბალახებისა და ჰომეროსის ”ილიადაში” მოხსენიებულ ”ოქროსკულულებიან” აგამედას, რომელმაც ”იცოდა თვისებები უსაზღვრო დედამიწაზე არსებული ყველა ბალახისა” ტოლს არ უდებდნენ. საქართველოს მთიანეთში სხეულიდან დაავადებების გამოდევნის მიზნით ფართოდ იყო გავრცელებული შელოცვებით მკურნალობა… მიმდინარეობდა ბედნიერების შელოცვა. ასე რომ დაავადებათა მაგიურ-რელიგიურ განკურნებათა სისტემა ჩვენთანაც საფუძვლიანად იყო განვითარებული, რაც ამა თუ იმ დაავადებაზე სწორი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა. მართლმადიდებელ ეკლესიას ოდითგანვე ამშვენებდა სნეულთა უებრო მკურნალთა, წმინდანთა, მოწამეთა თუ ღირს მამათა ნათელი სახეები, რომელთა მიმართ მიძღვნილი კონდაკი, ტროპარი თუ სავედრებელი ხშირად წარმოითქმებოდა უძლურებაში მყოფ მორწმუნეთა სასოდ და მეოხად. მკურნალთა (ექიმების) მფარველ წმინდა მოწამე პანტელეიმონს გულმხურვალედ ევედრებიან შველას, ვითარცა მკურნალწმინდანს… დიდი განვითარება ჰპოვა რა საეკლესიო მედიცინამ, ”სენთა მკურნალობაში” გაწაფული ასურელი მამების კვალობაზე მრავალი შეგირდი დახელოვნდა სამკურნალო ხელოვნებაში. შემოგვრჩა მე-11 საუკუნით დათარიღებული ”უსწორო კარაბადინი”. ქართულ ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებული სამედიციონო აზროვნების გამორჩეული ნაშრომია შუა საუკუნეების თვალსაჩინო მოაზროვნის ზაზა ფანასკრეტელის ”სამკურნალო წიგნი-კარაბადინი”. ეროვნული სამედიცინო მონაპოვრების თანამიმდევრულ ასახვით გამოირჩევა მე-16 საუკუნის ნაშრომი, დავით ბატონიშვილის ”იადგარ დაუდი”. ”ერგების თუ ღმერთსა უნდეს”_ ასე აბოლოებს კარაბადინში მოტანილ წამალთა ნუსხას ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, რაც აშკარად მიანიშნებს იმის აუცილებლობაზე, რომ უძლურებაში მყოფი სულიერად მზად (განწმენდილი) უნდა იყოს კურნებისათვის… არსებობდა სწავლულ ბერ-მონაზონთა ინსტიტუტი. ” სულის მკურნალები”, რომლებიც წარმატებით ფლობდნენ ფსიქო-ემოციური კურნების ხელოვნებას, ხშირად წმინდა ხორცისმიერ დაავადებებსაც კურნავდნენ. მესნეულე ბერები კარგად იყენებდნენ ”ჰუმორული პათოლოგიის” თეორიას, რომლის მიხედვით ადამიანის ჯანმრთელობა განისაზღვრება ოთხი ელემენტის: სისხლის, ლორწოს, ყვითელი და შავი ნაღველის თანაფარდობისდა მიხედვით… (თითქოსდა პოეტური შეფერილობის ცნება ”შავი ნაღველი შემოაწვაო” ხშირად გამხდარა ამა თუ იმ დაავადების გამძაფრებისა და ადმიანის სიკვდილის მიზეზი).

ავადმყოფის დაავადებების ისტორიის შესწავლა, გარკვეულ დროს და დაკვირვებას მოითხოვს ექიმის მიერ. ძირითადი ავადმყოფობის ინდივიდუალური სიმპტომების დასადგენად მკურნალს საშუალება უნდა მიეცეს პიროვნებაზე ხანგრძლივი დაკვირვებისა. მით უფრო, როცა საქმე ეხება თანმხლებ, გადატანილ, ოჯახურ ანამნეზე ანუ წინაპართა მიერ გადატანილ ავადმყოფობათა ქრონოლოგიას, პირველად იმუნოდეფიციტებს… პიროვნების კონსტიტუციონალური ტიპისა და ფსიქიკის განსაზღვრას, მოკვლევით დასურათხატებას, სათანადო მოტივაციების მოძიებას. და ა. შ. დღეს კი მოგეხსენებათ ე. წ. ”დროის დეფიციტის” ეპოქაში ამგვარი დამოკიდებულება ექიმს და პაციენტს შორის ფრიად იშვიათია… ამ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ”ოჯახის ექიმის” ინსტიტუტის დამკვიდრება, თუმცა მისი საყოველთაოდ დანერგვა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. გამოსავალი ისაა, თავად ოჯახის წევრებს გააჩნდეს გადატანილ ავადმყოფობათა ქრონოლოგიური აღრიცხვის და თუნდაც მოკვლევის უნარი, ამგვარი უნარ-ჩვევების შეძენა ”პირველადი დახმარების წესების” გაკვეთილებთან ერთად სასკოლო პროგრამებში უნდა იქნას გათვალისწინებული… ყოველივე კი, ხელოვნების რანგში უნდა იქნას აყვანილი…

მეცნიერების მიერ მრავალმხრივი ცდებითა და გამოკვლევებით დადგენილია,რომ ასაკის მატებასთან, სიკვდილის მოახლოებასთან ერთად ადამიანის ფსიქიკაც იცვლება... “Memento mori!” _”გახსოვდეს სიკვდილი!”.... ამ ფრაზის წარმოთქმას ძველი რომაელებიც კი ერიდებოდნენ და უპირატესობას ანიჭებდნენ გამოთქმას ის აღარ არის ცოცხალი... სიკვდილის გამოსახატავად გერმანელები სიტყვა აღესრულას ხმარობდნენ, ინგლისელები იმედოვნებდნენ ,რომ ის უმრავლესობას შეუერთდა, ქართველები კი ამ ცნების გადმოსაცემად ოდიდგანვე სანუგეშო სიტყვა გარდაიცვალას ხმარობდნენ. სიკვდილ-სიცოცხლის თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია,რის გამოც ის მარადიულ თემასთან არის გაიგივებული... ბევრი თქმულა ადამიანის გარდაცვალებასა და ამ ქვეყნიდან გასვლის შესახებ, ბევრი მეცნიერი დაფიქრებულა ამ მოვლენაზე, თუმცა ვერც ერთმა ვერ შეძლო ამ მოვლენის არსის ბოლომდე წვდომა.... ასაკში მატებასთან ერთად ადამინებს ეცვლებათ ხასიათი,ზოგს აშკარად, ზოგს კი შესამჩნევად...”სიკვდილის შიში თვით სიკვდილზე უარესია” (პუბლილიუს სირიუსი), ”ვინც ადამიანს სიკვდილს ასწავლის, ის ასწავლის სიცოცხლეს” (მონტენი). ამიტომ ექიმი ვალდებულია,რომ უიმედობის შემთხვევაში ლამაზად გარდაცვალებაში მაინც დაეხმაროს ადამიანს, ალბათ ”სიკვდილთან გარიგებაც” თავისებურ ხელოვნებას ითხოვს… ადამიანებს, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეუფლება სასოწარკვეთის გრძნობა,მისი კურნება ღვთისადმი სავედრებელ ლოცვას ძალუძს, შინაგან წესრიგს შეუძლია სიმხნევე ასაზრდოოს და განდევნოს უიმედობაზე, ხელმოცარულობაზე ფიქრი… ამგვარ სიტუაციაში მყოფმა ადამიანმა ღმერთს უნდა შესთხოვოს დახმარებისთვის, უნდა გაითავისოს რომ განკურნების მოსურნე სნეულმა უნდა შეიგნოს თავისი ცოდვიანობა…ვინაიდან,როგორც სახარებაშია ნათქვამი, სნეულები და ეშმაკეულები დღესაც ისევე იტანჯებიან, როგორც მაშინ…