ალერსი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ალერსი
ავტორი: დავით მაჩაბელი
1853; ჟურნალი ცისკარი #4


მზეო მივი, მფინე სხივი,
დილით ძილით აღდგომილსა;
აგრეაგრე მომეფრქვივი;
ვიშ მაგ ტურფას შენს ღიმილსა!

თვალით-ალით ციალთ ისრად,
ჰფენს მჭვრეტელთა სავალალოდ.
მისრად მის-სრად ჰსცემს რად, ის რად?
ბულბულთ რაზმთა შესაბრალოდ.

დილის ცრემლი, მონამული,
ვარდსა ნარდსა და იაზედ,
ღელავს, ელავს, კრთოლვით სრული,
ცისკარი სჩანს მის წიაღზედ!

აჰა, მწველთა მათ ისართა
გულს დაუდგამ გასაგანად;
ცრემლთა მისთა მოსისხართა
აღგზნებულს გონს მოსაგანად.